ფაბრიციო რომანო: ბარსელონამ 2020 წელს დონი ვან დე ბეეკის შეძენა ცადა

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო YouTube-ს საკუთარ არხზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეეკის სიტუაციას განიხილავდა და განაცხადა, რომ ნიდერლანდელის შეძენა 2020 წელს "ბარსელონამაც" ცადა.
კატალონიური კლუბი "აიაქსის" ახალგაზრდებს აქტიურად აკვირდებოდა და ფრენკი დე იონგის შეძენის შემდეგ, ვან დე ბეეკის ხელში ჩაგდებაც სურდა, თუმცა ფეხბურთელმა "მანჩესტერში" გადასვლა არჩია.
ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ვან დე ბეეკი, დიდი ალბათობით, იანვარში გუნდს დატოვებს. ოლე გუნარ სულშერი 24 წლის ნახევარმცველს მცირე სათამაშო დროს აძლევს, ნიდერლანდელს კი რეგულარულად თამაში სურს.
ცნობისთვის, "ბარსელონა" ვან დე ბეეკით კვლავ ინტერესდება და, შესაძლოა, ზამთარში მასზე გაიბრძოლოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]