ტიაგო ალკანტარა ბარსელონაში დაბრუნების წინააღმდეგი არაა

დანი ალვესის შემდეგ, ჩავი ერნანდესმა, შესაძლოა, "ბარსელონაში" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, ტიაგო ალკანტარა დააბრუნოს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "მაესტროს" 30 წლის ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა სურს.
Mundo Deportivo-ს სანდო ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ცნობით, "კამპ ნოუზე" დაბრუნებაზე უარს არც ტიაგო იტყოდა. ესპანელი, "ლივერპულში" თავს ბედნიერად არ გრძნობს, რადგან სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის. თავის მხრივ, "წითლები" მზად არიან, ფეხბურთელი გაუშვან.
წყარო იტყობინება, რომ ტიაგოს "ბარსელონაში" დაბრუნებაზე უარი არასდროს უთქვამს. 2013 წლის შემდეგ, კატალონიელებს მისი დაბრუნების შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, თუმცა ეს არ გააკეთეს, ახლა კი, ჩავის მოთხოვნით, შესაძლოა, ტრანსფერი განხორციელდეს.
ტიაგო ალკანტარა "ბარსელონას" ღირსებას 2009-2013 წლებში იცავდა 104 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]