ჩავის სურს, რომ ალ სადში მასკერანომ შეცვალოს

ჩავის სურს, რომ ალ სადში მასკერანომ შეცვალოს

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს ჩავი ერნანდესს, რომელიც "ბლაუგრანაში" მოსვლამდე "ალ სადში" მუშაობდა, სურს, რომ კატარულ კლუბში მისი ადგილი ყოფილმა თანაგუნდელმა ხავიერ მასკერანომ დაიკავოს. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ჩავიმ "ბარსაში" გადმობარგებამდე "ალ სადის" მფლობელებთან მასკერანოს რეკომენდაცია გაუწია. მან არგენტინელის შესაშურ თვისებებს შორის ძლიერი ხასიათი, პროფესიონალიზმი, დიდი საფეხბურთო ცოდნა და მსგავსი თამაშის ხედვა გამოარჩია. ჩავი მიიჩნევს, რომ კატარული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასკერანოს კანდიდატურა იდეალურია.

მასკერანო უახლოეს მომავალში მწვრთნელობას გეგმავს, მაგრამ ივარაუდება, რომ ის, დიდი ალბათობით, სამწვრთნელო კარიერას არგენტინულ "რასინგში" დაიწყებს.

მასკერანო 37 წლის გახლავთ. იგი ამჟამად ლა ლიგის ამბასადორია.

მასკერანოს "ბარსელონაში" 334 მატჩი ჩაუტარება. აქედან 175 შეხვედრაში მასკერანომ და ჩავიმ ერთად ითამაშეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 14 ნოემბერი 2021 17:40
    0
    მასკერანო ალვესზეც ახალგაზრდაა, ეგეც მოვიყვანოთ.
    წევრი [?]
    #6 14 ნოემბერი 2021 16:30
    0
    ბარსაში ასისტენტად აწყენს თუ რა პონტია 😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 ნოემბერი 2021 20:37
    5
    მასკერანოც ძაან ჭკვიანი კაცია , კარგი იქნება თუ დაიწყებს სამწვრთნელო კარიერას და მერე თუ კარგი მწვრთნელი დადგა ალ საადზე უკეთეს გუნდშიც წავა
    ფანი [?]
    #4 13 ნოემბერი 2021 20:01
    0
    მასკე ხავის თავი თანაშემწედ რომ დაენიშნა გაასწორებდა, პეპის დროს მასკე ფაქტობრივად მოთამაშე მწვრთნელი იყო, ბევრს ესაუბრებოდა რომ მისი დავალებები სხვებისთვის გაეცნო, საოცარი ხედვა ქონდა ფეხბურთის
    Culé [?]
    #3 13 ნოემბერი 2021 19:36
    2
    მასკერანო უდიდესი მწვრთნელი გახდება!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ნოემბერი 2021 19:33
    2
    მწვრთნელობას გეგმავსო. კი მაგრამ მანამდე რა უნდა ქნან?!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ნოემბერი 2021 19:29
    4
    წესით პატარა შეფიც კაი ტრენერი უნდა დადგეს.გამორჩეული ჭკუა,ფეხბურთის კითხვის გასაოცარი უნარი,მებრძოლი ხასიათი,მეტი რა გინდა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid