დანი ალვესის ბარსელონური კარიერა რიცხვებში

დანი ალვესის ბარსელონური კარიერა რიცხვებში

დანი ალვესი, რომელიც კატალონიურ გრანდში დღეს დაბრუნდა, "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე წარმატებული მარჯვენა მცველია.

კლუბის ოფიციალური საიტი ბრაზილიელი ლეგენდის მიღწევებს რიცხვებში გვთავაზობს:

391

დანიმ "ბარსას" მაისურით 391 მატჩში (თუ არაოფიციალურ შეხვედრებსაც ჩავთვლით, 414) თავი 23 გოლით გამოიჩინა.

8

სეზონების რაოდენობა, რომლებიც ალვესმა პეპ გვარდიოლას, ტიტო ვილანოვას, ტატა მარტინოსა და ლუის ენრიკეს ხელში კატალონიაში გაატარა.

14

ლა ლიგაში ჩატარებული სეზონების რაოდენობა ("სევილიაში" გატარებული წლების ჩათვლით).

1

დანი პეპ გვარდიოლას პირველი ტრანსფერი იყო, 13 წლის შემდეგ კი ის ჩავის პირველი შენაძენიც ხდება. პირველად ის კლუბმა 2008 წლის 2 ივლისს, ჟერარ პიკემდე 1 დღით ადრე წარადგინა.

6

ჩავის ლეგენდარული ნომერი, რომელიც მისი წასვლის შემდეგ ბრაზილიელმა მოირგო.

20

ალვესის პირველი ნომერი "ბლაუგრანაში". 2009/10 წლებში მან 2-ნომრიანი მაისური აიღო, შემდეგი კი, ერიკ აბიდალის პატივსაცემად, 22.

46

ის ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია. მისი ჯილდოების რაოდენობა მართლაც გიჟურია - 46.

23

38 წლის მარჯვენა მცველმა ტიტულების ზუსტად ნახევარი "ბარსელონაში" მოიგო. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით მისი მონაგარი 6 ლა ლიგა, 4 კოპა დელ რეი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 3 ესპანეთის სუპერ თასი და 4 UEFA-ს სუპერ თასია.

5

იმ თანაგუნდელებიდან, რომლებთანაც დანის "ბარსაში" უთამაშია, 5 მათგანი კვლავ გუნდში დახვდება - ესენია: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, სერჟი რობერტო და სერჟიო ბუსკეტსი. და, რა თქმა უნდა, ჩავი ერნანდესი, რომელიც ამჟამად მისი მწვრთნელი იქნება.

2

ლეგიონერებს შორის ალვესი "ბარსელონას" ისტორიაში ჩატარებული მატჩების მიხედვით მე-2 ადგილზე იმყოფება. 391 შეხვედრით ის მხოლოდ ლეო მესის (778) ჩამორჩება. ამ კუთხით მესამე პოზციაზე ხავიერ მასკერანოა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 14 ნოემბერი 2021 16:20
    0
    რას გავს ეს სურათი, ნუთუ უკეთესი ვერ ნახეთ?!
    Culé [?]
    #6 13 ნოემბერი 2021 19:55
    0
    me da barca,
    მეც მგონია რომ დაბრუნდება, როგორც კი ფინანსური პრობლემები ცოტა მაინც მოგვარდება.
    ფანი [?]
    #5 13 ნოემბერი 2021 19:54
    0
    ციტატა: me da barca
    ვიღაცა შეიძლება არ დამეთანხმოს, (ვინც ფიქრობს, რომ მესი თავისი სურვილით წავიდა იქეთ) მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია. დარწმუნებული ვარ, რომ მესი იქ არაა ბედნიერი და დიდი სურვილი ექნება ბარსაში იყოს ახლა და არა იქ ბაყაყიჭამიებთან. მითუმეტეს ჩავის და ალვეშის დაბრუნების შემდეგ.

    კი ეგრეა რაცარუნდა ცუდ ფორმაშიიყოს ბარსა და პსჟ სასწაულ ფორმაში მაინც აქ ურჩევნია თამაში ვიდრე იმ საღორეთში იმიტო არააქ ვაფშე ტიპს მონდომება ლიგა 1 მაგრად კიდია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 ნოემბერი 2021 19:25
    1
    ვიღაცა შეიძლება არ დამეთანხმოს, (ვინც ფიქრობს, რომ მესი თავისი სურვილით წავიდა იქეთ) მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია. დარწმუნებული ვარ, რომ მესი იქ არაა ბედნიერი და დიდი სურვილი ექნება ბარსაში იყოს ახლა და არა იქ ბაყაყიჭამიებთან. მითუმეტეს ჩავის და ალვეშის დაბრუნების შემდეგ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 ნოემბერი 2021 19:14
    0
    სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია. იმედია კიდევ უფრო გაზრდის პირად მონაგარს ტიტულებში.
    Culé [?]
    #2 13 ნოემბერი 2021 18:21
    3
    იმედია კარიერას რომ დაამთავრებს ტიტულების ნახევარზე მეტი უკვე ბარსაში ექნება მოგებული და არა ზუსტად ნახევარი🤗
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 13 ნოემბერი 2021 18:05
    1
    რა მოითმენს იანვრამდე
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid