რაჰიმ სტერლინგი მზადაა, ბარსელონაში გადმოსვლის ვარიანტი განიხილოს

რაჰიმ სტერლინგი მზადაა, ბარსელონაში გადმოსვლის ვარიანტი განიხილოს

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, რაჰიმ სტერლინგის "ბარსელონაში" გადმოსვლის ალბათობა იზრდება.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეტევის გაძლიერებას აპირებს. "ბლაუგრანას" რამდენიმე ვარიანტი აქვს, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ სტერლინგია.

26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "ქალაქელთა" სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მან 15 მატჩი ჩაატარა, ძირითადში კი მხოლოდ 6-ჯერ ითამაშა.

მანჩესტერელი სპორტული ჟურნალისტის, პოლ ბალუსის ცნობით, ინგლისელი შემტევი "ბარსელონაში" იჯარით გადმოსვლის ვარიანტს განიხილავს, თუ იანვრისთვის "სიტიში" მისი სტატუსი არ შეიცვლება, სასტარტოს რეგულარული მოთამაშე არ გახდება და კვლავ სათადარიგო ფეხბურთელი იქნება.

გავრცელებული ცნობებით, თავად სტერლინგს კატალონიურ გუნდში თამაშის პერსპექტივა ხიბლავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 ნოემბერი 2021 19:34
    0
    იანვარში ეს 50-60 ეღირებაო და რით ყიდულობენ? იმ 10 მილიონით ტრანსფერებზე რო გვაქვს გამოყოფილი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 ნოემბერი 2021 19:04
    1
    ვთხოვოთ არაბ ფაშას დაუკლოს ფასი, ან გვაჩუქოს, ფულის მეტი რა აქვთ. არასდროს არ დაუვიწყებთ ამ პატივისცემას.🤗
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ნოემბერი 2021 16:48
    2
    ამდენ ვინმეზე იწერება და ვის უშვებენ მაგაზე რა ხდება?ლუკ დე იონგი და კოუ ნახ ჰაუზე ზამთარშივე.ალკანტარაში გავუცვალოთ კოუ,ლუკს თავში ქვა უხლია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ნოემბერი 2021 16:31
    2
    სტერლინგი კავანი ტიაგო ზამთარში? მდაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued