ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 13 ნოემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 13 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 13 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

13 ნოემბერს "ბარსელონამ" 11 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს და 2 წააგეს.

1933 წელი

"ლეს კორტსზე" გამართულ ბარსელონურ დერბიში "ბარსამ" "ესპანიოლი" 5-0 გაანადგურა. გოლები მორერამ (2), ვენტოლრამ, რამონმა და პერესმა (საკუთარ კარში) გაიტანეს.

1955 წელი

მადრიდში გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონა" 1-2 დამარცხდა. კატალონიელები მეტოქეს ჯობდნენ, მაგრამ "რეალ მადრიდმა" მარკიტოსის მიერ 89-ე წუთზე სავარაუდოდ თამაშგარედან გატანილი გოლით მაინც მოიგო.

2010 წელი

"ვილიარეალთან" მოგებულ შეხვედრაში (3-1) დუბლის შესრულებით ლიონელ მესის ლა ლიგაში 98 გოლი დაუგროვდა. მან ლა ლიგაში "ბარსას" ყველა დროის ბომბარდირებში მანამდე მე-4 ადგილზე მყოფ მარიანო მარტინს გადაასწრო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ნოემბერი 2021 19:48
    0
    2021 წელი.
    ბარსელონაში დანი ალვესი დაბრუნდა.