Cadena COPE: რობერტოსთან მოლაპარაკებები შემდეგ კვირაში განახლდება

Cadena COPE: რობერტოსთან მოლაპარაკებები შემდეგ კვირაში განახლდება

მომდევნო კვირაში, "ბარსელონა" სერჟი რობერტოს წარმომადგენლებს შეხვდება, იტყობინება Cadena COPE.

ბოლო პერიოდში, რობერტოსთან ახალი კონტრაქტის დადების თაობაზე მოლაპარაკებები შეჩერებული იყო. დაგეგმილი შეხვედრა კი, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. ფეხბურთელის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ "ბარსელონა" შეხვედრაზე იმაზე უკეთესი წინადადებით წარდგება, ვიდრე კლუბს რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა.

ასევე, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, რობერტოს ენდობა და მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ეთანხმება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 ნოემბერი 2021 20:00
    0
    ესეც მორიბა გახდა რა, რა ჯანდაბა უნდა? ახალი გუნდი იკვრება და იმის მაგივრად გვერდით დაუდგეს ჩავის კიდევ რაღაც პრივილეგიებს ითხოვს. მე მგონი ფიქრობს რო საუკეთესოა მესის წასვლის შემდეგ და ხელფასიც შესაბამისი ეკუთვნის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ნოემბერი 2021 18:01
    1
    ამან ხომ ტვინი წაიღო. ან გაახანგრძლივე ან მოძუძგე.