გაიგე მეტი ბარსელონაზე #3

გაიგე მეტი ბარსელონაზე #3

Barcamania.ge-მ დაიწყო ახალი რუბრიკა, რომლის საშუალებითაც "ბარსელონას" გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, დასვან კლუბის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები.

რუბრიკა გრძელდება ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე. გასული კვირის განმავლობაში მიღებულ კითხვების პასუხებს დღეს დავწერთ და დღესვე დაიწყება ახალი კითხვების მიღება. კითხვის დასმა შეგეძლებათ ჩვენი Instagram-ის გვერდის Story-დან. მოცულობითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ის გვერდზე.

მაშ ასე, დავიწყო - პირველი კითხვა, რომელსაც დღეს ვუპასუხებთ: 

ლა მასიას აღზრდილთაგან იყო ისეთი, ვინც კარიერა რეალში გააგრძელა

პირველი იყო ლუის მილია. "ლა მასიაში" 1983 წელს ჩაირიცხა, პირველ გუნდში კი 1988-1990 წლებში 79 თამაში ჩაატარა. 1990 წელს, ხელმძღვანელობასთან და იოჰან კრუიფთან კონფლიქტის გამო "რეალში" უფასოდ გადავიდა. მადრიდულ გუნდში მან 7 წელი გაატარა.

მეორე ასეთი ფეხბურთელი იყო ალბერტ სელადესი. "ლა მასიაში" 1990 წელს ჩაირიცხა. 1995 წლიდან პირველ გუნდში თამაშობდა და 106 შეხვედრა ჩაატარა. 1999 წელს "სელტაში" გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი "რეალში", სადაც 5 წელი გაატარა.

ბარსელონაში რომელ გუნდს უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავს, "ბარსელონას" თუ "ესპანიოლს?

2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად კატალონიის მასშტაბით გულშემატკივართა 77.5% მხარს "ბარსელონას" უჭერს. მეორე ადგილზე. 10.4%-ით "რეალი" მოდის, "ესპანიოლს" კი მხარს გულშემატკივრების მხოლოდ 3.6% უჭერს.

მცველებიდან ვის აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი რონალდ კუმანის შემდეგ?

კითხვიდან არ ჩანს, ავტორი მხოლოდ "ბარსელონას" შედეგებს გულისხმობს, თუ მსოფლიო ფეხბურთის, ამიტომ პასუხის 2 ვარიანტი გვექნება. როგორც იცით, რონალდ კუმანს კარიერაში 253 გოლი აქვს გატანილი, რაც მცველებს შორის ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

მსოფლიოს მასშტაბით მე-2 ადგილზე ლეგენდარული არგენტინელი მცველი დანიელ პასარელაა, რომელსაც კარიერაში 175 გოლი აქვს გატანილი. შემდეგ მოდიან ფერნანდო იერო (163), ლორან ბლანი (153) და გრემ ალექსანდერი (130).

რაც შეეხება "ბარსელონას" - აქ მე-2 ადგილზე ჟერარ პიკეა 61 კარიერული გოლით (52 ბარსელონაში).

პირველი ტიტული, რომელიც "ბარსელონამ" მოიგო 

პირველი ტიტული, რომელიც "ბარსელონამ" მოიგო, არის "მაკაიას თასი" (Copa Macaya). ეს არის კატალონიის ჩემპიონატის წინამორბედი ტურნირი. ამ ტურნირის პირველი გათამაშება, 1901 წელს, "ისპანიამ" მოიგო, 1902 წელს კი "ბარსელონამ" რვავე შეხვედრაში იმარჯვა და ტიტულს დაეუფლა. ამ 8 შეხვედრაში "ბარსამ" 60 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.

ესპანეთს სამოქალაქო ომამდე კატალონიის ჩემპიონატი ოფიციალურ ტურნირად ითვლებოდა და მისი გამარჯვებული ესპანეთის თასზე გადიოდა. ესპანეთის თასზე 1902 წლის მაკაიას თასის მონაწილეებიც მიიწვიეს და შეგვიძლია ეს "ბარსელონას" პირველ ოფიციალურ ტიტულად მივიჩნიოთ.

"ბარსა სახელმწიფოს საკუთრებაა თუ სოსიოების?

"ბარსელონა" ეკუთვნის მის გულშემატკივრებს, კლუბის წევრებს, ანუ სოსიოებს. მათ ეკუთვნით კლუბის 100%. სახელმწიფოს საკუთრება 0% არის.
"ბარსელონასთან" დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ სოსიოები. ისინი ასევე აფინანსებენ კლუბს.
იყო დრო, როდესაც "ბარსელონას" შემოსავლის მთავარ წყაროს სოსიოების მიერ გადახდილი საწევრო წარმოადგენდა. მაგალითად, ასე შეგროვდა "კამპ ნოუს" ასაშენებელი ფული. დღეს ფეხბურთში იმხელა ფული ტრიალებს, რომ სოსიოების საწევროს წილი მინიმალურია და წელიწადში დაახლოებით 25 მილიონ ევროს შეადგენს.
ბოლოსთვის მოვიტოვეთ 2 მარტივი კითხვა:
1️⃣ რამდენი ლა ლიგა გვაქვს მოგებული?
2️⃣ ვინ იყო ბარსას პირველი გოლის ავტორი?
🔴 ბარსელონას ლა ლიგა მოგებული აქვს 26-ჯერ, რაც "რეალის" შემდეგ (34) მეორე საუკეთესო შედეგია. კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატის პირველი გათამაშება მოიგეს (1929 წელს), ჯერჯერობით ბოლოს კი ეს 2019 წელს გააკეთეს.
🔴რაც შეეხება "ბარსელონას" პირველი გოლის ავტორს: ამ კითხვას პასუხი წინა ხუთშაბათს გავეცით. იხილეთ წინა ხუთშაბათის პასუხები

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 ნოემბერი 2021 20:34
    0
    საინტერესოა, მითუმეტეს ვინც გუგლთან არ მეგობრობს იმათთვის.

    ციტატა: me da barca
    იმ კატალონიელს მიაკვდა ძაღლი, რომელიც კლასიკოზე რეალს უგულშემატკივრებს. ეს დაახლოებით იგივეა, საბჭოთა კავშირის დროს თბილისის დინამოს ნაცვლად, მოსკოვის დინამოს ან სპარტაკს ფანი იყო.
    იმედია ის 10,4% ესპანელია და არა კატალონიელი.

    კატალონიაში მარტო კატალონიელები ცხოვრობენ გგონიათ? თუ საბჭოთა კავშირის დროს მარტო ქართველები ცხოვრობდნენ. საქართველოში. სომხებიც, აზერბაიანელებიც და რუსებიც თავიანთი ერის გუნდებს გულშემატკივრობდნენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 ნოემბერი 2021 19:20
    0
    ციტატა: me da barca
    იმ კატალონიელს მიაკვდა ძაღლი, რომელიც კლასიკოზე რეალს უგულშემატკივრებს. ეს დაახლოებით იგივეა, საბჭოთა კავშირის დროს თბილისის დინამოს ნაცვლად, მოსკოვის დინამოს ან სპარტაკს ფანი იყო.
    იმედია ის 10,4% ესპანელია და არა კატალონიელი.

    100% მართალი ხარ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 ნოემბერი 2021 02:08
    4
    იმ კატალონიელს მიაკვდა ძაღლი, რომელიც კლასიკოზე რეალს უგულშემატკივრებს. ეს დაახლოებით იგივეა, საბჭოთა კავშირის დროს თბილისის დინამოს ნაცვლად, მოსკოვის დინამოს ან სპარტაკს ფანი იყო.
    იმედია ის 10,4% ესპანელია და არა კატალონიელი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ნოემბერი 2021 01:01
    3
    8 თამაშში 60 გოლიო😱😱😱 და 2 გაშვებული, აშკარაა რომ ადრე ფეხბურთის დონე მაღალი არ იყო