ლიონელ სკალონი სერხიო აგუეროს ამხნევებს

ლიონელ სკალონი სერხიო აგუეროს ამხნევებს

"ბარსელონას" არგენტინელმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ "ალავესთან" მატჩში (1-1) თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია. საბოლოოდ, დადგინდა, რომ საქმე არითმიასთან გვაქვს.

აღნიშნულ საკითხს, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი Diario Ole-სთან საუბარში ეხმაურება და კუნს მხარს უჭერს:

ყველანი დამწუხრებულნი ვართ, რადგან მსგავს რამეს არავის ვუსურვებთ. სერხიოს მხარს ვუჭერთ. მას ძალიან ვაფასებთ და გვსურს, მალე დაგვიბრუნდეს. ბედნიერად, კუნ.

როგორც ცნობილია, 33 წლის თავდამსხმელი 3 თვეს იუქმებს. ის სპეციალურ გამოკვლევებს ჩაიტარებს, რათა დადგინდეს, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას ან შეძლებს თუ არა საერთოდ.

აგუერომ, ამ დროისთვის, "ბარსას" მაისურით სულ 5 მატჩი ჩაატარა და სადებიუტო გოლის გატანაც მოასწრო - არგენტინელმა "რეალის" კარი აიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ნოემბერი 2021 20:36
    0
    ამან ეხლა ერიკსენთან უნდა იმეგობროს, ბევრი საერთო ექნებათ. ადვილად გაუგებენ ერთმანეთს.