ჩავიმ სამედიცინო განყოფილების უფროსი და ფიზიკური მომზადების მწვრთნელები გაათავისუფლა

ჩავიმ სამედიცინო განყოფილების უფროსი და ფიზიკური მომზადების მწვრთნელები გაათავისუფლა

ჩავი ერნანდესი დაანონსებული ცვლილებების განხორციელებას განაგრძობს და კლუბიდან კიდევ რამდენიმე თანამშრომელს ათავისუფლებს.

ESPN-ის ბარსელონელი ჟურნალისტის, მოის ლიორენსის ინფორმაციით, 41 წლის სპეციალისტმა "ბარსელონას" სამედიცინო განყოფილების უფროსი, რამონ კანალი, ანალიტიკოსები და ფიზიკური მომზადების მწვრთნელები გაათავისუფლა. ჩავის სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბებში საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირების მოყვანა სურს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობებს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩავი რამონ კანალს გაათავისუფლებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 12 ნოემბერი 2021 20:58
    0
    ხოდა შეუსრულა, რას ერჩით სიტყვის კაცია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 12 ნოემბერი 2021 01:21
    1
    ჩვენებური მეეზოვის დიდი ცოცხი უჭირავს ჩავის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 ნოემბერი 2021 00:40
    2
    მაქედან უნდა დაეწყო წმენდა საზიზღარი მედპერსონალი გვყავს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #5 12 ნოემბერი 2021 00:20
    2
    ოოოოო, ტატატატააააააააააა, მოვიდა ჩავი ზურაბააააააააა!
    ბარსას მტრებო, დაგაჯდათ სიკვდილის ბუზი?
    Culé [?]
    #4 11 ნოემბერი 2021 23:42
    3
    მიდი მიდი, გაასუფთავე ნაგვისგან გუნდი.
    ფანი [?]
    #3 11 ნოემბერი 2021 23:13
    0
    შედალოცვილო დატოვე ვინმე🤩
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 ნოემბერი 2021 20:26
    4
    ასეც ვიცოდი რომ ასე მოიქცეოდა, გენავე ჩავი, იმედია დროთა განმავლობაში თანდათან შეწყდება ტრამვები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 ნოემბერი 2021 19:51
    7
    ამას ჰქვია "დიდი წმენდა"
    ფიზიკური მომზადება იყო მინუსებში, ლამისაა პირიდან "ბიჩოკებს ყრიდნენ" barca-6