ბარსა იმედოვნებს, რომ ჩავი დემბელეს გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს

"ბარსელონას" თავდამსხმელს უსმან დემბელეს მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. ფრანგ შემტევს ახალი ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ გაუფორმებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის მას 1-ლი იანვრიდან, 50 დღეში, ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებების გამართვის უფლება აქვს.
სიახლე არაა, რომ "ბარსას" კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, მაგრამ შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერდება. გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა რამდენიმე დღის წინ გამართულ მის პირველ პრესკონფერენციაზე დემბელე შეაქო. 41 წლის პსეციალისტის თქმით, უსმანს შეუძლია, მსოფლიო ვარსკვლავი გახდეს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" იმედოვნებს, რომ ჩავის სიტყვები დემბელე გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს და 24 წლის ფეხბურთელი დარჩება.
წყაროს ცნობით, დემბელეს დარჩენის სურვილი აქვს, მაგრამ ყველაფერს მისი აგენტი აყოვნებს. კატალონიელები ცდილობენ, ფრანგი დაარწმუნონ, რომ ის გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
ბოლო ინფორმაციით, "ბარსელონა" დემბელეს განსაკუთრებულ კონტრაქტს სთავაზობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]