რამონ პლანესმა ბარსელონას წასვლის თხოვნით მიმართა | MD

რამონ პლანესმა ბარსელონას წასვლის თხოვნით მიმართა | MD

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ცნობით, რამონ პლანესმა "ბარსელონას" გუნდიდან წასვლის თხოვნით მიმართა.

აღნიშნული წყაროს თანახმად, "ბარსას" ტექნიკურ დირექტორს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, თავის კარიერაში ახალი ეტაპისა და თავგადასავლის დაწყება სურს. ამიტომაც, მან გადაწყვიტა, "ბლაუგრანა" მალე დატოვოს, რათა ახალი შეთავაზებები განიხილოს.

კატალონიური გამოცემის ცნობით, რამონის გადაწყვეტილება ჟოან ლაპორტასთვის, მატეუ ალემანისთვისა და რაფაელ იუსტესთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, ვინაიდან, ყველა მათგანი მისი მუშაობით კმაყოფილი იყო. თუმცა, კლუბი ტექნიკური დირექტორის მოტივებს პატივს სცემს და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მას წასვლის საშუალებას მისცემენ. ახლა მხოლოდ საბოლოო პასუხის გაცემის დროა გასარკვევი, რის შემდეგაც პლანესის წასვლა ოფიციალურად დადასტურდება.

ტონი ჟუანმარტის თქმით, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა, რომ მომდევნო სეზონში მარკ ოვერმარსი, რომელიც "ბარსაში" გადმოსვლით ინტერესდება, "აიაქსში" დარჩება - ცოტა ხნის წინ მან "ნიუკასლ იუნაიტედის" შეთავაზება უარყო. წყაროს მტკიცებით, ის ლაპორტასგან ზარს ელის და, შესაძლოა, რამონი სწორედ მან ჩაანაცვლოს.

ამავდროულად, MD-ს დასძენს, რომ თუ პლანესი წავა, "ბლაუგრანა" გადაწყვეტს, აღნიშნულ პოსტზე ახალი თანამშრომელი მოიწვიოს თუ ჟორდი კრუიფს ენდოს, რომელსაც თელ-ავივის "მაკაბიში" მსგავსი ფუნქციების შესრულების გამოცდილება აქვს.

როგორც ჟოზეპ კაპდევილა იტყობინება, რამონის სავარაუდო მომავალი დანიშნულების ადგილი იტალია, ინგლისი ან რუსეთია. ამასთან, სხვა ესპანურ გუნდში გადასვლა თითქმის გამორიცხულია.

ცნობისთვის, "ბარსელონაში" რონალდ არაუხოსა და პედრი გონსალესის გადმოსვლა, დიდწილად, სწორედ პლანესის დამსახურებაა. ის კატალონიურ გრანდში 2018 წლიდან მუშაობს.

ალბერ როგეს მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის დროს, ლაპორტას შემდეგი სპორტული დირექტორები დაუკავშირეს: მარკ ოვერმარსი ("აიაქსი"), მიხაელ ცორკი ("დორტმუნდი") და კარლეს პუიოლი.

ვინ უნდა ჩაანაცვლოს რამონ პლანესი?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 11 ნოემბერი 2021 20:18
    0
    როგორც ითქვა, არავის არ მოიყვანენ, მის თანამდებობას მატეუ ალემანი და ჩავი გაინაწილებენ,
    ასევე ითქვა, რომ ალემანისა და ჩავის იოჰან კრუიფის ვაჟი ჟორდი კრუიფი დაეხმარება.
    ფანი [?]
    #5 11 ნოემბერი 2021 08:56
    4
    პუიოლს რო აძლევთ ხმას გამოკითხვებში, რა იცით რომ კარგი ტექნიკური დირექტორი გამოდგება? კუმანიც მაგარი მცველი იყო და ბარსას ლეგენდა მაგრამ მწვრთნელად არ ივარგა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 ნოემბერი 2021 02:17
    0
    პუიოლი ჩვენია, კულეა, მაგრამ არ ვიცი როგორ გაართმევს თავს, გაქაჩავს?
    ისე ეს პლანესი, როგორ დარჩა თუ 18 წლიდან მუშაობს?! ბართოს მოყვანილი დარაჯიც არ მინდა.
    Culé [?]
    #3 11 ნოემბერი 2021 02:16
    1
    ციტატა: Albicelecte
    სავარაუდოდ კარლეს პუიოლს ეძახიან... კარგი იქნებოდა თუ მოიყვანენ

    მე თუ მკითხავ, ამდენი გამოუცდელი ლეგენდები მეტისმეტი იქნებოდა სტაფში. ოვერმანსი ან დორტმუნდელი ნემეცი გაასწორებდა :)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 ნოემბერი 2021 02:04
    1
    სავარაუდოდ კარლეს პუიოლს ეძახიან... კარგი იქნებოდა თუ მოიყვანენ
    ფანი [?]
    #1 11 ნოემბერი 2021 01:38
    1
    ცორკი და ოვერმარსი, ორივე გაასწორებდა