ჩავის წესები - პიკემ მადრიდში დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა

ჩავის წესები - პიკემ მადრიდში დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა

Cadena COPE-ს მტკიცებით, მომდევნო კვირაში, ჟერარ პიკე გადაცემაში El Hormiguero სტუმრად იყო მიწვეული, თუმცა მან მადრიდში დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა.

ამის მიზეზი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის მიერ დაწესებული წესებია. ჩავი ერნანდესისთვის, გუნდის მომზადების პროცესში წესრიგსა და დისციპლინას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მას სურს, რომ ფეხბურთელები ვარჯიშზე მაქსიმალურად იყვნენ კონცენტრირებულნი და "ბარსას" მიღმა აქტივობებით ნაკლებად დაკავდნენ.

აქამდე, პიკე მედიაში ხშირად ჩნდებოდა და არც კლუბისთვის მნიშვნელოვან თემებზე ღიად საუბარს ერიდებოდა. როგორც ჩანს, გუნდში ჩავის ყოფნის პერიოდში, 34 წლის ფეხბურთელისგან მსგავს აქტივობებს იშვიათად ვიხილავთ.

ამჟამად, პიკეს მარჯვენა ფეხის სამთავა კუნთის დაზიანება აქვს. იგი გუშინ, "სიუტატ ესპორტივაზე" იმყოფებოდა, თუმცა ვარჯიშს თვალს შორიდან ადევნებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 10 ნოემბერი 2021 19:45
    0
    გამოაყოფინე ხავი ამას ტვიტერიდან თავი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 10 ნოემბერი 2021 16:17
    4
    ამ გადაცემაში მადრიდში თვითონ უსვავდნენ პროვოკაციულ შეკითხვებს და მერე თვითონვე უკვირდათ მწარე პასუხები. ერთი გეხსომებათ: სექსი კვირაში რამდენჯერ გაქვთო და რო უპასუხა: ბერნაბეუზე თამაშებიც ითვლებაო?
    Culé [?]
    #8 10 ნოემბერი 2021 15:05
    0
    smile ეს აქეთ-იქით წანწალსაა მიჩვეული და ცანცარის გარეშე ვერ გაძლებს, შეიძლება ზაფხულში კარიერაც დაასრულოს, ვნახოთ.. wink bowtie smile
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 10 ნოემბერი 2021 14:45
    1
    👊🤛🤜 რკინის მუშტი ცხვირში, ვინც არ დაემორჩილება გუნდის და მწვრთნელის წესებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 ნოემბერი 2021 14:30
    0
    ცოტა დასტოინად ბაბუო smiley
    წევრი [?]
    #5 10 ნოემბერი 2021 13:45
    1
    MeMpiS..,
    😂😂😂👍👍👍
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 ნოემბერი 2021 13:37
    3
    ძაანაც კარგი..ამის ცანცარი დასრულდა, ჯერ კიდევ ფეხბურთელია და ფეხბურთელივით უნდა მოიქცეს... P.S. ამათი ტრამვების ხელში ვისწავკე ანატომია
    გულშემატკივარი [?]
    #3 10 ნოემბერი 2021 11:59
    3
    Impala,
    ასეთი კარგი იუმორი დიდიხანია სადმე კომენტარებში არ წამიკითხავს 😂😂😂 ❤❤🙌🙌
    გულშემატკივარი [?]
    #2 10 ნოემბერი 2021 11:31
    11
    კაია, ეს მალე ჯიჰაბების სავალდებულო ტარების წესსაც შემოიღებს როგორც ჩანს. მე რა, დემბელეს არ დასცხეს თორე…
    ფანი [?]
    #1 10 ნოემბერი 2021 11:25
    9
    ძალიან კარგი, ამოვიდა ამის ცანცარი და ტინგიცი ყელში. მოსვამს ჩავი თავის ადგილზე უპასუხისმგებლო ფეხბურთელებს