ბარსელონელთა სანაკრებო თამაშები

ბარსელონელთა სანაკრებო თამაშები

მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართება. მათგან, ზოგი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ზოგიც ამხანაგური შეხვედრის ხასიათს ატარებს.

"ბარსელონადან" ეროვნულ ნაკრებებში 10 ფეხბურთელია გამოძახებული: ჟორდი ალბა, სერჟიო ბუსკეტსი, გავი (ესპანეთი), ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია), რონალდ არაუხო (ურუგვაი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია), ფრენკი დე იონგი, მემფის დეპაი (ნიდერლანდები), კლემან ლანგლე (საფრანგეთი) და იუსუფ დემირი (ავსტრია).

ხუთშაბათი, 11 ნოემბერი

საბერძნეთი - ესპანეთი (23:45) | ლუის ენრიკეს გუნდისთვის ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთმა საბერძნეთი ვერ დაამარცხა, ხოლო შვედეთმა ბათუმში საქართველოს სძლია, ბოლო ტურის წინ, რომელშიც ესპანეთმა შვედეთს უნდა უმასპინძლოს, სკანდინავიელებს ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული ექნებათ.

გერმანია - ლიხტენშტეინი (23:45) | ამ მატჩს არანაირი სატურნირო დატვირთვა არ გააჩნია, რადგან გერმანიას ჯგუფში პირველი ადგილი აქვს გადაღდებული, ლიხტენშტეინს კი - ბოლო.

პარასკევი, 12 ნოემბერი

ბრაზილია - კოლუმბია (04:30) | ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ფილიპე კოუტინიო "სელესაოს" დაუბრუნდა. ბრაზილიას, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯერჯერობით, დაუმარცხებელია, შესაძლოა, ამ მატჩის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ადგილი გარანტირებული ჰქონდეს.

ავსტრია - ისრაელი (23:45) | ავსტრიელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი აღარ აქვთ, თუმცა იუსუფ დემირის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაცია ერთა ლიგის გზით შეეძლება.

შაბათი, 13 ნოემბერი

ურუგვაი - არგენტინა (03:00) | ოსკარ ტაბარესის გუნდისთვის, თითოეულ ქულას მნიშვნელობა აქვს, რადგან სამხრეთ ამერიკაში საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 6 ტური რჩება, მესამე და მერვე ადგილზე მყოფ ნაკრებებს შორის კი სხვაობა მხოლოდ 5 ქულაა. ამ მომენტისთვის, ურუგვაი მე-5 ადგილს იკავებს.

მონტენგერო - ნიდერლანდები (23:45) | ლუი ვან გაალის გუნდი G ჯგუფს ლიდერობს, თუმცა მესამეადგილოსან თურქეთთან სხვაობა 4 ქულას შეადგენს. ბოლო ტურში, ნიდერლანდები მეორე ადგილზე მყოფ ნორვეგიას დაუპირისპირდება. ასე რომ, პოდგორიცაში ფრენკი დე იონგსა და მემფის დეპაის სამი ქულა სჭირდებათ.

საფრანგეთი - ყაზახეთი (23:45) | პარიზში გასამართი მატჩის მოგების შემთხვევაში, საფრანგეთი ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს.

კვირა, 14 ნოემბერი

სომხეთი - გერმანია (21:00) | როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ბუნდესნაკრებს" ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს.

ესპანეთი - შვედეთი (23:45) | B ჯგუფის ერთგვარი ფინალი. იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთი საბერძნეთს დაამარცხებს, ხოლო საქართველო კი - შვედეთს, ამ მატჩში, პირველი ადგილის დასაკავებლად, "ფურია როხასთვის" ფრეც საკმარისი იქნება. 

ორშაბათი, 15 ნოემბერი

ავსტრია - მოლდოვა (23:45) | ისრაელთან გასამართი მატჩის მსგავსად, ეს შეხვედრაც ავსტრიელებისთვის არანაირი ინტრიგის მატარებელი არ არის.

სამშაბათი, 16 ნოემბერი

ნიდერლანდები - ნორვეგია (23:45) | ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ნიდერლანდებისთვის. მონტენეგროში მოგების შემთხვევაში, ჯგუფის მოსაგებად, მათ ნორვეგიასთან ფრეც ეყოფათ.

ფინეთი - საფრანგეთი (23:45) | დიდი ალბათობით, ამ მატჩს საფრანგეთი უმოტივაციოდ შეხვდება, რადგან სახლში, ყაზახეთის დამარცხების შემთხვევაში, "მამლებს" ჯგუფში პირველი ადგილი უკვე განაღდებული ექნებათ.

ბოლივია - ურუგვაი (23:55) | როგორც უკვე აღვნიშნეთ, ურუგვაელთათვის ნებისმიერი მატჩი მნიშვნელოვანია, თუმცა ამ თამაშის მოგება იოლი არ იქნება, რადგან იგი "ესტადიო ერნანდო სილესზე", ზღვის დონიდან 3 637 მეტრზე, გაიმართება.

ოთხშაბათი, 17 ნოემბერი

არგენტინა - ბრაზილია (03:30) | საფეხბურთო კლასიკა. ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება "მარაკანაზე" ლიონელ მესისთვის პირველი სანაკრებო ტიტულის მოგებით დასრულდა. ამ მომენტისთვის, ბრაზილია მეორე ადგილზე მყოფ არგენტინას 6 ქულით უსწრებს, თუმცა ამ ნაკრებთა დაპირისპირება, სატურნირო ინტრიგის გარეშეც, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

ნაკრებში გამოძახებული და ტრავმირებული ფეხბურთელების გარეშე, დღეს, ჩავი ერნანდესმა, მთავარი მწვრთნელის რანგში, პირველი ვარჯიში ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 10 ნოემბერი 2021 16:23
    0
    საბერძნეთი - ესპანეთი (23:45) | ლუის ენრიკეს გუნდისთვის ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთმა საბერძნეთი ვერ დაამარცხა, ხოლო შვედეთმა ბათუმში საქართველოს სძლია, ბოლო ტურის წინ, რომელშიც ესპანეთმა შვედეთს უნდა უმასპინძლოს, სკანდინავიელებს ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული ექნებათ.
    ლუჩო, საბერძნეთთან კარგად მოემზადე, საქართველოდან დიდი იმედი ნუ გექნება, რომ შვედებს მოვუგებთ.
    ფანი [?]
    #7 10 ნოემბერი 2021 10:27
    2
    ეს სანაკრებო თამაშები ტვინს ბურღავს რს
    ფანი [?]
    #6 10 ნოემბერი 2021 04:34
    0
    ციტატა: Andria
    არგენტინა რატო არაა გაშავებული ეჰჰ… 💔

    სესხს აღარ მისცემენ მერე გაშავებულებს და იყოს თეთრად
    Culé [?]
    #5 10 ნოემბერი 2021 00:11
    3
    არაუხო არ ათამაშონ,ნაკრებში სულ იტრამვება
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #4 10 ნოემბერი 2021 00:08
    0
    არტური გამახსენდა ახლა, ერთადერთი ტრანსფერი რომელიც ბართუშამ სწორად გააკეთა და აქეთ დააბოლა მყიდველი ეგ იყო. ვაბშე ჩაკვდა ეგ საცოდავი, მალე იუვეს სკამიდანაც გააგდებენ.
    ფანი [?]
    #3 10 ნოემბერი 2021 00:08
    2
    არგენტინას რა თამაშები აქ ურუგვაი მერე ბრაზილია ეჰ ნეტა 12 ზე მაინც იყოს თამაშები
    Culé [?]
    #2 9 ნოემბერი 2021 23:35
    0
    17 ში თუ მთავრდება სანაკრებო პაუზა მაშინ 18 ში ყველა აქ იქნება,ზოგი უფრო ადრეც მოვა და დრო ექნება ჩავის ამათთან სალაპარაკოდ და გეგმის გასაცნობად
    --------------------
    CULE FOREVER
    გულშემატკივარი [?]
    #1 9 ნოემბერი 2021 22:12
    1
    არგენტინა რატო არაა გაშავებული ეჰჰ… 💔