მოსალოდნელი ცვლილებები სამწვრთნელო შტაბში

მოსალოდნელი ცვლილებები სამწვრთნელო შტაბში

ცოტა ხნის წინ კატალონიის "ბარსელონამ" ფიზიოტერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი, ჟუანჟო ბრაუ და ფიტნეს მწვრთნელი ალბერტ როკა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

AS-ის ინფორმაციით, მორიგი ადამიანი, რომელიც კლუბს დატოვებს ჟაუმე ბარტრესია - ის ვარჯიშისა და GPS მონაცემების კონტროლზეა პასუხისმგებელი,

როგორც ცნობილია, მის ფუნქციებს ჟუვენილ A-ს ფიზიკური მწვრთნელი, ანდრეს მარტინი შეითავსებს.

ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ ფიზიოტერაპევტმა ხავი ლინდემ პოზიციები დათმოს, ვინაიდან, ჩავის კლუბში ჟუამე მუნილის გადმოყვანა სურს, რომელიც ამჟამად ფუტზალის გუნდის სამსახურშია. 

სავარაუდოა, რომ პოსტიდან დანი რომეროც გათავისუფლდება, რომელიც სავარჯიშო დარბაზის ფიზიკური მწვრთნელია.

კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ექიმის, რიკარდო პრუნას დაბრუნება, თუ მას კლუბში დააბრუნებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ამჟამინდელ მთავარ ექიმს, ლუის ტილს წასვლა მოუწევს. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 ნოემბერი 2021 16:50
    1
    ისედაც ვიცოდით რო სამედიცინო შტაბის მთლიანად გასაყრელია. აი ვის მოიყვანს და რას იზავენ ეს იქნება ძალიან საინტერესო.
    გულშემატკივარი [?]
    #4 10 ნოემბერი 2021 13:55
    0
    ხავის მოსვლაზე მეტად სამედიცინო შტაბის გასუფთავება მიხარია :)) როგორც იქნა გვეშველა... ხავის მოსვლის შემდეგ 1 გასროლით რამოდენიმე კურდღელი მოვკლით <3
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 ნოემბერი 2021 04:56
    1
    ამიტომ ეჩხუბებოდა კუმანი დოწტორებს
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 ნოემბერი 2021 19:28
    1
    ტილი და რწყილი... ვის ხელში ყოფილა ფეხბურთელების ჯანმრთელობა rage
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 ნოემბერი 2021 19:06
    7
    უვარგისი ხალხი გასაყრელია,ფაქტია რომ თავის საქმეს ცუდად ასრულებდნენ და ახლაც ვერ გამოსწორდებიან , დიდი მოლოდინით და ენთუზიაზმით ველი მომდევნო თამაშს💙❤