პირველი ცვლილებები სავარჯიშო სისტემაში

პირველი ცვლილებები სავარჯიშო სისტემაში

დღეს კატალონიის "ბარსელონას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა პირველი სავარჯიშო სესია ჩაატარა.

Sport-ის ინფორმაციით, ამიერიდან სესიების სისტემა შეიცვლება: აქამდე ფეხბურთელები ვარჯიშზე ესპანეთის დროით, 11:00 საათზე მიდიოდნენ.

ახლა კი, ფეხბურთელებს სიუტატ ესპორტივაზე გამოცხადება 9:30 საათმდე მოუწევთ, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები კი ადგილზე ვარჯიშამდე 2 საათით ადრე უნდა მივიდნენ.

ასევე, მოთამშეებს ვარჯიშის დაწყებამდე 30-60 წუთით ადრე მისვლა დაევალებათ, რათა ჩავის მათთან ინდივიდუალურად გასაუბრების საშუალება ჰქონდეს.

ამასთანავე, კლუბის სამედიცინო სიტუაციის გამოსასწორებლად, "ლურჯ-ბროწეულისფერრებს" ინდივიდუალურად სპეციფიკური ფიზიკური და ტექნიკურ-ტაქტიკური ვარჯიშები დაენიშნებათ, რაც მათ ტრავმებისადმი მდგრადობას გამოუმუშავებთ.

ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელები სასაუზმოდ ant Joan Despí-ს შენობაში გადაინაცვლებენ, სადაც სპეციალურად შედგენილი დიეტის მიხედვით გამოიკვებებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩავის ფიტნეს მწვრთნელად ედუ პონსის დაბრუნება სურს, რომელიც კლუბში 2012-იდან 2020 წლამდე მუშაობდა. ამჟამად ის ესპანეთის ნაკრებში მუშაობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 10 ნოემბერი 2021 16:52
    0
    დავიჯერო ახლა ეს ბაიერნის დონის გუნდს ააწყობს, ფიზიკური გამძლეობით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 9 ნოემბერი 2021 20:14
    5
    ძაან გაბლატავებულები არიან. აუცილებელია მკაცრი რეჟიმის დამყარება.
    --------------------
    THUGS
    წევრი [?]
    #14 9 ნოემბერი 2021 19:56
    6
    მომავალ წელს გუნდი წესით თუ სწორად გაიწვრთნება მზად იქნება ნებისმიერი ტურნირის მოსაგებად! რათქმაუნდა გაუმჯობესებული გუნდის შემთხვევაში რამდენიმე ფეხბურთელს თუ მოიყვანენ ვინც კარგად აკეთებს თავის საქმეს იდეალური იქნება!
    გულშემატკივარი [?]
    #13 9 ნოემბერი 2021 19:54
    5
    აბა რაა ,ამათი გაზულუქებული .. მიდი ბოლომდე გაწურე და ნახავთ თუ იმაზე მეტი არ შეუძლიათ ვიდრე კუმანის ბარსა აკეთებდა ტიპს ამბიციაც კი არ ქონდა ახლა ვნახოთ რაიქნება რეალური სახე გამოჩნდება .
    წევრი [?]
    #12 9 ნოემბერი 2021 19:53
    15
    მეგობრებო ნახეთ რა წერია სპეციალურად შედგენილი რაციონით გამოიკვებებიან მე ფიტნეს ინსტრუქტორი ვარ და ფიზიკური კონდიციების ცვლილება საკმაოდ კარგად ვიცი თუ ადამიანის მეტაბოლიზმს გაითვალისწინებ და კვების რაციონს ისე შეადგენ 2 თვეში უკვე შესამჩნევაად მოიმატებს კუნთის მასა და ფიზიკური მონაცემები 2 ჯერ გაუმჯობესდება მითუმეტეს ასაკობრივი ჯგუფი 26 წლამდეა 80% ის ამიტომ გაცილებით მარტივია მათი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება ბევრად მარტივი ბუსკეცს და პიკეს 1 2 წელი დასჭირდებათ მაგრამ გავის ფატის პედრის ნიკოს არაუხოს დესტს მინგესქს 3 თვის თავზე უკვე შედეგი ექნებათ ამ მხრივ ! ასე რომ ნუ მარჩიელობთ
    Culé [?]
    #11 9 ნოემბერი 2021 19:41
    2
    ციტატა: ♠️spookify♠️
    ციტატა: Clever liar
    1 და ორ 2 თვეში ფიზიკური სავარჯიშო შედეგების დადება გამორიცხულია, ამას მინ 2-3 წელი ჭირდება, მაგრამ ტექნიკური, ტაქტიკური და დისციპლინური ცვლილებები აშკარაა რომ სახეზე მალე გვექნება.. წარმატებები მაესტროს და კამპანიას.

    Moqmedi fexburtelebi arian,damwyebebi xoara,rad unda 2-3 weli...max 6 tvidan 1 wlamde albat... Mara 2 tveze getanxmebi...

    ეგ მართალია მოქმედები არიან მარა 6 თვეში რო მაგათ ის ფიზიკური დანაკლისი ამოაღებინო რაც ეხლა ჩვენს კონკურენტ გუნდებს აქვთ, 25წელს ზემოთ ვინცაა, მოედანზე გული გაუჩერდება ყველას :)) კი მართალია ბარსელნაა, მარა სტატისტიკურად ყოველთვის მეტოქეზე 1 ნახევარჯერ ნაკლებს დარბიან, პლიუს არაუხო დეპაის გარდა ვერცერთი მოთამაშმე ვერცერთ მეტოქეს ვერ ჯაბნის ვერანაირ ფიზიკურ ორთაბრძოლაში იშვიათი გამონაკლისების გარდა და გამოდის რო არაფრით მეტნი არ არიან ქართულ კლუბებზე.. საქართველოში კიდე რა ფიზ მომზადებაც გვაქვს ეგ ყველასთვის ცხადია :))

    რომ ყოფილიყო ისე რო აი ეხლა კუმანი მოვიდა და მაგან არია ყველაფერიო ბაზარი არაა, მარა კლუბს ეგ პრობლემა უკვე 5 -6 სეზონია აქილევსის ქუსლად აქვს და ამხელა პერიოდული ჩავარდნა თუ ჩავიმ 1 სეზონში მოაგვარა და კაცი კიარა მძლეთამძლე ყოფილა.. იმედია მასეც იქნება :))
    Culé [?]
    #10 9 ნოემბერი 2021 19:34
    9
    რამდენი წელი ველოდებობით მართლა მწვრთნელის მოსვლას !!! უმნიშვნელო წვრილმანებამდე შეცვლის ყველაფერს მაესტრო , გამორიცხულია ზოგადი სიტუაცია არ გაუმჯობესდეს უახლოვეს თამაშებში , აი მომავალი სეზონიდან კი დარწმუნებული ვარ , დაეწყებათ ისევ მუხლების კანკალი ერთი კვირით ადრე ჩვენს მოწინააღმდეგეებს . წარმატებები მაესტრო და მადლობა ენთუზიაზმია დაბრუნებისათვის !!!
    ფანი [?]
    #9 9 ნოემბერი 2021 18:09
    22
    ჩავის მოსვლა, ბარსას განადგურების დასასრულია და სუპერ აღმასვლის დასაწყისი!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 9 ნოემბერი 2021 18:01
    13
    გულზე ისევ ბარსას ლოგო. barca-1
    Culé [?]
    #7 9 ნოემბერი 2021 17:51
    9
    1 და ორ 2 თვეში ფიზიკური სავარჯიშო შედეგების დადება გამორიცხულია, ამას მინ 2-3 წელი ჭირდება, მაგრამ ტექნიკური, ტაქტიკური და დისციპლინური ცვლილებები აშკარაა რომ სახეზე მალე გვექნება.. წარმატებები მაესტროს და კამპანიას.
    Culé [?]
    #6 9 ნოემბერი 2021 17:43
    14
    და კიდევ ფიტნესზეც რომ ივარჯიშონ სწრიოზულად არ იქნებოდა ურიგო. ფიზიკურად მოძლიერდნენ ცოტა, ბუსკეცს კალიასავით ფეხები რომ აქვს.
    აგერ ბაიერნის ასეთ დომინირებაში დიდი წვლილი აქ ფიზიკურ სიძლიერეს
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 ნოემბერი 2021 17:42
    13
    ვაიმეეე,გვეღირსაააა.პირველივე თამაშში უნდა გადახსნას ესპანიოლი.ერთი სული მაქვს კლასიკოში როდის გადაბუგავს იმ სამეფო ქათმებს,რომ ხმა ვეღარ ამოიღონ მერე.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 ნოემბერი 2021 17:39
    10
    ძაანაც კარგი, პეპიც ასე იყო და შედეგიც ჰქონდა და ჩავიმაც ასე უნდა ქნას, უფფ უფფ როგორ გააძრობს სიქას ამათ
    Culé [?]
    #3 9 ნოემბერი 2021 17:32
    7
    აეგრეეე!! გამოაფხიზლონ ეს ინვალიდები. ერთი სული მაქვს რამდენიმე თვის შემდეგ გაძლიერებულ, კრეატიულ და გაუმჯობესებულ გუნდს რომ ვნახავთ
    --------------------
    #infinit8iniesta
    ფანი [?]
    #2 9 ნოემბერი 2021 17:30
    11
    შეუძლებელია ამან შედეგები არ გამოიღოს ჩავი ბოლო იმედი ხარ ❤️‍🔥🤩
    Culé [?]
    #1 9 ნოემბერი 2021 17:30
    8
    2 სააათს ვარჯიშობენ ბარსელონაში და მაგასაც ცანცარში და თამაშში ატარებენ. სხვა ნებისმიერი ევროპული გრანდი თუ საშუალო დონის გუნდი 6-8 საათს უთმობს ინტენსიურ ვარჯიშს. ასეთი კატასტროფული განსხვავება რომაა ჩვენსა და დანარჩენს შორის მაგიტომაა ლევანტეებიც კი რომ ხმარობენ ბარსას ფიზიკური კუთხით.