ჩავიმ პირველი სავარჯიშო სესია ჩაატარა

დღეს კატალონიის "ბარსელონას" ახალმა თავკაცმა, ჩავი ერნანდესმა პირველი ვარჯიში ჩაატარა.
ჟურნალისტ ალბერ როგეს ცნობით, ჩავის ხელმძღვანელობით გამართულ პირველ სავარჯიშო სესიაზე მთავარი სიახლე ილიას აკომაჩის გამოჩენა იყო.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის სპეციალისტს ესპანელი შემტევი "სევილიას" სარეზერვო გუნდთან თამაშისას (ჩავი 6 ნოემბერს "ბარსა ბ-ს" მატჩს დაესწრო) მოეწონა, სადაც მან დუბლი შეასრულა, რის გამოც, შესაძლოა, ახლაგაზრდა მოთამაშეს შანსი პირველ გუნდშიც მისცეს.
აკომაჩის გარდა, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ შემდეგი ფეხბურთელები: არნაუ კომასი, მიკა მარმოლი, აბდე ეზალზული, ალვარო სანსი, ფერან ჟუტგლა და ანტონიო არანდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]