ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 9 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 9 ნოემბერს მოხდა.
თამაშები
9 ნოემბერს "ბარსელონამ" 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
1960 წელი
ჩემპიონთა თასის პირველი ეტაპზე მადრიდში გამართული პირველი "ელ კლასიკო" 2-2 დასრულდა. "ბარსელონას" მხრიდან ორივე გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.
1985 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 2-0 დაამარცხა. გოლები მარკოსმა და კალდერემ გაიტანეს.
1996 წელი
"ბარსელონაში" დებიუტი ჰქონდა 21 წლის ფრანსესკ არნაუს, გუნდის მე-4 მეკარეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ ვიტორ ბაია, კარლეს ბუსკეტსი და ხულენ ლოპეტეგი ტრავმირებულები იყვნენ. "ატლეტიკოსთან" გამართული შეხვედრა 3-3 დასრულდა.
1997 წელი
87 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მწვრთნელი, "ბარსელონას" ყოფილი დამრიგებელი (1958-60, 1979-81) ელენიო ერერა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]