ხუან კარლოს უნსუე: მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ

ხუან კარლოს უნსუე: მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ყოფილი ასისტენტი, ხუან კარლოს უნსუე, ჩავი ერნანდესის "ბლაუგრანაში" დაბრუნების თაობაზე კომენტარს აკეთებს.

იგი ვარაუდობს, რომ ჩავი "ბარსელონაში" არსებული სიტუაციის გამოსწორებისთვის იდეალური კანდიდატია, თუმცა მას გარკვეული დრო დასჭირდება.

კულეებისთვის, რთული დრო დგას. მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. საბედნიეროდ, მქონდა შესაძლებლობა კლუბის საუკეთესო წლები შიგნიდან გამომეცადა, ადამიანი კი წარმატებებს ძალიან მარტივად ეჩვევა. 

ჩავის დაბრუნებას ბევრი პოზიტიური ასპექტი ახლავს თან. იგი არის მწვრთნელი, რომელიც არსებულ გამოწვევებს თავს გაართმევს, ალბათ, იდეალურადაც კი, რადგან ის იცნობს კლუბს და იცნობს იმ სათამაშო სტილის შინაარსს, რომელსაც იგი იყენებს.

ასეთი სიტუაციისთვის, ჩავი იდეალური მწვრთნელია, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში სასწაულების მოხდენა შესაძლებელი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელები წარმატებაში თავიანთი როლის შესრულებას შეძლებენ. ეფექტურ გუნდს ვიხილავთ, ამის იმედი მაქვს.

უნსუე აცხადებს, რომ პეპ გვარდიოლასთან შედარებებს თავიდან ვერ ავიცილებთ.

პეპთან შედარება გარდაუვალია, ჩვენ გვსურს, რომ კვლავ ვიხილოთ ის წარმატება, რომელიც უკვე გამოვცადეთ, ეს სავსებით ნორმალურია, მაგრამ ასეთი შედარებები პირველივე თვეს არ უნდა დავიწყოთ.

- მის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

დღეს, ხუან კარლოს უნსუეს ორგანიზებით, ბარსელონაში გოლფის საქველმოქმედო ტურნირი ჩატარდა, რომლის მიზანსაც, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის შესწავლის მიზნით, ფინანსური რესურსის მოძიება წარმოადგენს. მასში მონაწილეობას ჟოან ლაპორტა, პეპ გვარდიოლა, გილერმო ამორი, ჩიკი ბეგირისტაინი, ჩაპი ფერერი, მიგელ ანხელ ნადალი, ჩემა კორბელია, ჟერარ ლოპესი და სხვები იღებდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 10 ნოემბერი 2021 02:43
    0
    მჯერა უნსუე ბარსას სტილს შეინარჩუნებდა. მახსოვს მომენტი, ბარსამ ძალიან საჭირო გოლი გაიტანა, ყველა მათ შორის ლუის ენრიკეც გადარეული დარბოდა, გახარებული და ეს კაცი მივარდა და საქმიანი სახით რაღაცას ეუბნებოდა ყურში, მოკლედ, სეულად კონცენტრირებული იყო საქმეზე. მინიმუმ ნდობას იმსახურებდა ცოტა ხნით მაინც

    ლუის ენრიკეს ბოლო თამაშებში ხომ საერთოდ ეს იძლეოდა დავალებებს მოედანზე ხოლო ენრიკე სკამზე იჯდა, ვისაც გახსოვთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 ნოემბერი 2021 18:46
    0
    უნსუემ " სელტაში " რომ იყო მთავარ მწვრთნელად მგონი მოგვიგო " ბალაიდოსზე "
    ფანი [?]
    #4 8 ნოემბერი 2021 18:04
    0
    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    ციტატა: Moriba
    პეპი ლაპორტა და უნსეუ იყო ერთად ეგ ფოტო რო ვნახე გული დამეწვა უნსეუზე😥❤

    აი ეს კაცი მიკვირს როგორ არ გახდა ბარსას მწვრთნელი. მაგრად მევასება. ბევრს გონია რომ მარტი ლუის ენრიკეს ასისტენტი იყო და ენრიკემ მოიყვანა მაგრამ, კაცი ჯერ კიდევ რაიკაარდის დროიდან იყო ბარსაში. ჯერ რაიკაარდის ასისტენტი იყო და თან მეკარეებს ავარჯიშებდა, შემდეგ უკვე გვარდიოლას ბარსელონაში იყო ასისტენტი და მერე ცოტა ხნით წავიდა ბარსადან და ენრიკე რომ მოვიდა მოყვა ენრიკესაც. ბარსას სამი მწვრთნელის ენრიკეს, გვარდიოლას და რაიკაარდის დროს იყო უნსუე ასისტენტი. ამდენი ხანი იყო ასისტენტი ხან ვისი ხან ვისი და მიკვირს მწვრთნელად საბოლოოდ რატომ არ დანიშნეს. 🥰🥰🥰🥰❤❤❤❤❤

    არვიცი რატომარ დანიშნეს მეგობარო მაგრამ ძაან გული მწყდება რაც ჭირს 😥
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 ნოემბერი 2021 17:47
    0
    სწორია, გვარდიოლას და ჩავის შედარებას გვერდს ვერასდროს ავუვლით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 ნოემბერი 2021 17:31
    0
    ეს რა მაგრად მევასებოდააა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #1 8 ნოემბერი 2021 16:12
    0
    პეპი ლაპორტა და უნსეუ იყო ერთად ეგ ფოტო რო ვნახე გული დამეწვა უნსეუზე😥❤