ბარსელონას გავისთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა

"ბარსელონა" გუნდის 17 წლის ფეხბურთელთან, გავისთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბარსას" ახალგაზრდა ნახევარმცველთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება უნდა.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" გავის ფატისა და პედრის მსგავსად სამომავლოდ გუნდის მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევს. კლუბს სურს, ესპანელი შუახაზელის სახელფასო პირობები გააუმჯობესოს და აჩვენოს, რომ იგი პროექტის ნაწილია.
გავი "ბარსელონას" პირველ გუნდში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მან მონაწილეობა 14 მატჩში მიიღო.
ცნობისთვის, გავის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში იწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]