ბარსელონა სამედიცინო პერსონალს შეცვლის

ბარსელონა სამედიცინო პერსონალს შეცვლის

AS-ის ჟურნალისტის, ხავიერ მიგელის ინფორმაციით, "ბარსელონაში" ჩავი ერნანდესის მთავარ მწვრთნელად მოსვლის შემდეგ კლუბის სამედიცინო შტაბში ცვლილებები იგეგმება. ამის მიზეზი გახშირებული ტრავმიანობაა.

წყაროს ცნობით, "ბარსას" ახალი ფიზიოთერაპევტები და ფიზიკური მწვრთნელი ეყოლება. სამშაბათს ფიზიოთერაპევტებს, ბრაუსა და ლინდეს და ფიზიკურ მწვრთნელს, როკას გაათავისუფლებენ. მათ ნოგეირა, მუნილი და ტორესი შეცვლიან.

იგივე წყარო ასევე იტყობინება, რომ გაურკვეველია სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელის, ექიმი ლუის ტილის მომავალი. რიკარდ პურნას დაბუნრების შემთხვევაში მას თანამდებობიდან დაითხოვენ.

"ბარსელონას" ლაზარეთში ამჟამად 10 ფეხბურთელი იმყოფება. ესენი არიან: დესტი, პიკე, დემბელე, ფატი, ბრეითუეიტი, ნეტუ, პედრი, რობერტო, გარსია და ნიკო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 8 ნოემბერი 2021 17:22
    0
    ესენი ექიმები არიან? აქედან 3-4 მინიმუმ დიეტაზე დასასმელია თუ მარტო სხვებს სვავენ ესენი დიეტაზე. არც ხალათები აქვთ თეთრი ალბათ ეპაზორებათ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 ნოემბერი 2021 09:29
    3
    მშვენიერია ძაან დებილი სამედიცინო შტაბი გვყავს აი ძაან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 ნოემბერი 2021 08:27
    3
    ძაანაც კარგი, გენავეთ, მართლაც საჭირო იყო და სწორი საქციელია
    წევრი [?]
    #1 8 ნოემბერი 2021 01:16
    3
    ოჰოო დაიწყო მაესტრომ♥️შემოგევლე მიდი რაა გაგვახარე ძაან და დაადუმე ბარეული👍👍🙏♥️