ჩავი: იოჰან კრუიფი მართალი იყო - ფეხბურთთან ყველაზე ახლოს მწვრთნელობაა

"ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი The Coaches' Voice-სთან ინტერვიუს წერს:
იოჰან კრუიფი მართალი იყო - ფეხბურთელობასთან ყველაზე ახლოს მყოფი რამ სწორედ მწვრთნელობაა.
ფრენკ რაიკაარდზე ბევრი რამის თქმა შემიძლია, თუმცა, ხაზს ერთ თვისებას გავუსვამ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია: მისი პიროვნება. შეგიძლია იგრძნო, რომ ის ძალიან ახლო ადამიანია, ისეთი, როგორიც ვისენტე დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებში იყო.
ფრენკმა იცოდა, როგორ გაეწვრთნა ისეთი დიდი ფეხბურთელები, როგორებიც რონალდინიო, დეკუ, სამუელ ეტო'ო და რაფა მარკესი იყვნენ. ეს მოთამაშეები შეუერთდნენ გუნდს, რომელშიც უკვე ვიქტორ ვალდესისა და კარლეს პუიოლისნაირი ფეხბურთელები ირიცხებოდნენ.
დიდი გუნდების გასახდელი ოთახის მართვა ადვილი არაა - რაიკაარდმა იცოდა, სადავეები ხელში როგორ დაეჭირა და ყველაფერი სრულყოფილებამდე როგორ მიეყვანა.
პეპ გვარდიოლასთან პირველი გასაუბრებისას, მას ვკითხე, პირველ გუნდში ჩემს თავს როგორ ხედავდა - მაინტერესებდა, მნიშვნელოვან წევრად განმიხილავდა თუ არა. პეპის პასუხი ძალიან პირდაპირი იყო: "გუნდი ჩავის გარეშე ვერ წარმომიდგენია".
ამან ჩემი საკითხი გადაჭრა - ფოკუსირებული მხოლოდ "ბარსაზე" ვიყავი. "ბარსელონაში" ყოფნისას სცენარის შეცვლა არასდროს მსურდა, მით უმეტეს, გვარდიოლას ამ სიტყვების შემდეგ.
ჩვენთვის, პედროსა და ბუსკეტსის დაწინაურება - ფეხბურთელების, რომლებსაც ლა ლიგაში ნათამაშები არასდროს ჰქონდათ - ნამდვილად სიურპრიზი იყო. პეპმა უკვე იცოდა, ვის რა შეეძლო და მათთვის პირველ გუნდში შანსის მიცემასთან დაკავშირებით ეჭვები არ ჰქონია.
ლუის ენრიკეს ხელში პირველი წელი საოცრად დავასრულეთ. გუნდში თავი არაერთმა ვარსკვლავმა მოიყარა, შესაბამისად, შემეძლო, ქომაგებს დავმშვიდობებოდი. როგორც კაპიტანმა, ყველა შესაძლო ტიტული აღვმართე: ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ჩემპიონთა ლიგა ბერლინში.
გუნდისთვის მოედანზე ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა აღარ ვიყავი, როგორიც რაიკაარდისა და პეპის დროს, მაგრამ მოედნის მიღმა, გასახდელ ოთახში საქმის კეთებას კვლავ ვაგრძელებდი. ვგრძნობდი, რომ ტრიპლეტის მოგებაში ჩართული ვიყავი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]