ჩავის განკარგულებაში მხოლოდ 4 ფეხბურთელია

ჩავის განკარგულებაში მხოლოდ 4 ფეხბურთელია

ხვალ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პოსტზე ჩავი ერნანდესის პრეზენტაცია შედგება, რის შემდეგაც 41 წლის სპეციალისტი მუშაობას შეუდგება.

იმის გათვალისწინებით, რომ წინ სანაკრებო პაუზა გველის და "ბარსელონას" ბევრი ტრავმირებული ჰყავს, დავინტერესდით, ვინ რჩებოდა ჩავის განკარგულებაში. აღმოჩნდა, რომ პირველი გუნდიდან ასეთი სულ 4 ფეხბურთელია: ოსკარ მინგესა, სამუელ უმტიტი, რიკი პუჩი და ლუკ დე იონგი.

ტერ შტეგენი, არაუხო, ლანგლე, ალბა, გარსია, ბუსკეტსი, კოუტინიო, ფრენკი დე იონგი, მემფის დეპაი და იუსუფ დემირი ნაკრებებში არიან გამოძახებულები, ნეტუს, დესტს, პიკეს, რობერტოს, პედრის, დემბელეს, ფატისა და ბრეითუეიტს კი ტრავმები აწუხებთ. დიდი ალბათობით, ვარჯიშს დროულად დაუბრუნდება ნეტუ, მაგრამ ამჟამად ხელმისაწვდომი არც ისაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 8 ნოემბერი 2021 16:52
    0
    ხო ოთხივე ძირითადის უცვლელი წევრები არიან რა.
    ფანი [?]
    #10 7 ნოემბერი 2021 21:00
    0
    MeMpiS..,
    ნიკოც ტრანვირებულია
    Culé [?]
    #9 7 ნოემბერი 2021 14:47
    3
    არასოდეს ყოფილა ლუკ დეიონგის სტილის ფეხბურთელი ბარსელონას სათამაშო სქემის შესაფერი და ჩავისაც გადასარევად ეცოდინება რომ ნიდერლანდელთან მუშაობა მხოლოდ წყ_ლის ნაყვაა, ამიტომ მის განკარგულებაში არა 4, არამედ 3 ფეხბურთელი რჩება :))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 7 ნოემბერი 2021 14:43
    1
    ციტატა: NEYBarca
    ნიკო ? ბალდე ?

    ნიკო,ბალდე და გავი სამივე ბარსა ბ ფეხბურთელები არიან ჯერ კიდევ, ასე რომ აქ იგულისხმება ძირითადი გუნდი, ისე პრინციპში გავი და ნიკო რამდენსაც თამაშობენ ძირითადის ფეხბურთელებად უნდა ჩავთვალოთ
    ფანი [?]
    #7 7 ნოემბერი 2021 14:35
    0
    ჩავი იცნობს უმტიტს და იცის რაც შეუძლია, შანსი უნდა მიცეს და აათამაშოს, მერე კი ეშველება დაცვას და იმედია შტეგენიც მოვა გონს თუარა დრაკში პანღური და გაასხას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 ნოემბერი 2021 13:57
    5
    ჯოკრის სათამაშო სასტავი ყოლია smiley
    Culé [?]
    #5 7 ნოემბერი 2021 13:29
    3
    ჰოდა პირველ რიგში მედპერსონალი მოაშორე,მაგათი არაპროფესიონალიზმის მიზეზით ყოველ წუთში ტრავმა აქვთ.ანსუ ფატი მერამდენედ იტრავმება უკვე სათვალავი ამერია.
    Culé [?]
    #4 7 ნოემბერი 2021 13:21
    2
    ნიკო ? ბალდე ?
    ფანი [?]
    #3 7 ნოემბერი 2021 13:04
    5
    პუჩის იმედი უკვე საერთოდ აღარ მაქ
    ღმერთმა ქნას რო ხავიმ მოხოდოს მარა უკვე ძაან მეეჭვება ჯერ ვინ უნდა ამოაგდოს მაგან
    დეიონგი,ბუსკეცი,პედრი,გავი,ნიკო
    ვერცეთს ვერ გაუწევს კონკურეციას
    პატარა ბიჭიც არაა 15-16 წლისას კი გავს მარა 23 წლისაა 😃 ხოდა რავიცი აღარ მჯერა მაგის ტალანტიბის 🤷🏻‍♂️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 ნოემბერი 2021 12:02
    2
    აუ ამ სანაკრებო პაუზებმა ხო ტვინი წაიღო რა , გუნდის ნახევარი მაინც დატრამვულია მოკლედ არ ვიცი ამაზე რა კომენტარი უნსა გავაკეთო , ძაან ტეხავს პროსტა და ას მედ პერსონალი რას უნეთებს ხალხს , ძალით მკურნალობენ ისე რომ მერე ისევ სამკურნალო გახდნენ? ან ფიზ მომზადება აქვთ, მარტო გაწელვების კეთება არ ვარგა , დღეში 1 საათი მაინც უნდა ივარჯიშონ დარბაზში, ამათ სიქა უნდა გააძროს ჩავიმ და აღარც ტრამვები უქნება მაგდენი, და ყოველ შერკინებაზე ძირსაც არ იქნებიან გაფორთხიალებულები, მოკლედ გუნდში ბევრი რამეა შესაცვლელი, ამას დაუმატე ისიც რომ დაცვა გვჭირდება და კიდევ გარემარბიც მარჯვნის, აღარც შტეგო აღარ მომწონს ერ 1-2 წელია უკვე, მენტალიტეტი სჭირდება გუნდს, მეორე ტაიმში 3 -0 ის შემდეგ საერთოდ არ უთამაშიათ, ჩავის ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი და წესით 2 წელიწადში უკვე აწყობილი იქნება გუნდი, თუ რათქმაუნდა ყველაფერი კარგად წავიდა, მაგრამ სხვა ვარიანტს მე ვერ ვხედავ.. თუ რათქმაუნდა წლების შემდეგ დროის მანქანას არ გამოიგონებენ და როსელს და ლაპორტას წასვლის შემდეგ როსელს და ბართომეუს არ მოვკლავთ.. მოკლედ მაინც ჩავის იმედი მაქვს რა
    Culé [?]
    #1 7 ნოემბერი 2021 11:53
    4
    ეს უკვე ფესვი მინუს 2-დანაა..............