ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 7 ნოემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 7 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

7 ნოემბერს "ბარსელონამ" 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს და 5 წააგეს.

1943 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "გრანადა" 7-2 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები მარტინმა (4), რიბამ (2) და სესარმა გაიტანეს.

1954 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "რასინგი" 7-0 გაანადგურა. გოლები მორენომ (2), მანჩონმა, ვილიავერდემ, კუბალამ, გონსალვო III-მ და ტეხადამ გაიტანეს.

1982 წელი

რომის პაპმა, ივანე პავლე მეორემ "კამპ ნოუზე" წირვა ჩაატარა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც რომის პაპმა კატალონიაში წირვა ჩაატარა. ამ წირვას სტადიონზე 120 ათასი ადამიანი დაესწრო.

1986 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი უკრაინელი მცველი დმიტრო ჩიგრინსკი. 2009/10 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 14 თამაში ჩაატარა. ჩიგრინსკიმ კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 ნოემბერი 2021 16:54
    0
    2021 წელი.
    ჩავის სანაკრებო შეხვედრის გამო ძირითადის 4 ფეხბურთელი დარჩა.