ჩავი ბარსა ბ-ს თამაშს დაესწრო

ცოტა ხნის წინ "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი სარეზერვო გუნდის მატჩს დაესწრო.
ჩავი კატალონიის დედაქალაქში გუშინ შუადღისას ჩაფრინდა და როგორც ჩანს, იგი მუშაობას უკვე შეუდგა. 41 წლის სპეციალისტმა საღამოს "ბარსა ბ-ს" შეხვედრას თვალი ტრიბუნებიდან მიადევნა.
კატალონიელთა სარეზერვო გუნდი შინ "სევილია ბ-ს" დაუპირისპირდა. "ბლაუგრანამ" მეტოქე 4-0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებმა ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს.
🤩 Xavi seguint de ben a prop el filial blaugrana
— FC Barcelona B (@FCBarcelonaB) November 6, 2021
🔝Xavi Hernández, atento al partido del Barça B en el Johan Cruyff#ForçaBarça 💙❤️ pic.twitter.com/nr7vBKN6Xf
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]