რატომ არ ადასტურებს ბარსა ჩავის დანიშვნას?

რატომ არ ადასტურებს ბარსა ჩავის დანიშვნას?

დღეს "ალ სადმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩავი ერნანდესთან ხელშეკრულებას "ბარსელონასთან" მიღწეული შეთანხმების საფუძველზე წყვეტს, რომლის მიხედვითაც კატალონიური კლუბი ყატარულს გამოსასყიდი თანხის სახით 5 მილიონ ევროს უხდის.

განცხადებიდან უკვე თითქმის 2 საათია გასული, "ბლაუგრანას" კი ჩავის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია. RAC1 ამ ნაბიჯის დაგვიანების მიზეზებზე წერს. 

წყაროს ცნობით, "ბარსა" "ალ სადის" პირობებით კმაყოფილი არ არის. ჟოან ლაპორტა დარწმუნებული იყო, რომ კონტრაქტის გასაფორმებლად 5 მილიონის გადახდა საჭირო არ გახდებოდა. შესაბამისად, მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია. 

პარალელურად, Sport-ის ჟურნალისტი ტონი ჟუანმარტი წერს, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ოპტიმისტურადაა განწყობილი, ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება და კლუბს სჯერა, რომ ჩავის გაფორმება ნებისმიერ შემთხვევაში დღესვე მოხერხდება. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ალ სადის" განცხადება ცალმხრივია და რეალურად კლუბებს შორის შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 8 ნოემბერი 2021 15:29
    0
    მაგარი სიტყვის გამტეხლები აღმოჩნდნენ ეს არაბები. მახსოვს დანიშვნის დროს რო გარანტია მისცა ჩავის, ბარსელონაში უფასოდ გაშვებაზე.
    ფანი [?]
    #9 5 ნოემბერი 2021 21:01
    0
    ციტატა: Albicelecte
    ციტატა: JasoN
    ციტატა: Albicelecte
    რაც შეეხება ლაპორტას, არ ეკადრება ასე "გაძიშოვება"

    რა შუაშია გაძიშოვება? ტიპებს ფული რომ მართლა არ აქვთ თქვენ კიდევ ეჭვი გეპარებათ? ბარსელონა რომ არ გვერქვას აქამდე დიდი ხნის გაკოტრებულები ვიქნებოდით და გაყიდულები ან დაშლილები... სახელს და წარსულს სცემენ პატივს და ეგაა ჩვენი არსებობის მიზეზიც. არაოფიციალურად გაკოტრებულები ვართ და 5 მილიონის გადახდას ეხუმრები?

    5 მილიონი, განა 500?! ან თუნდაც 50?!
    კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო, ასე ამბობენ
    მწვრთნელის და ფილოსოფიის შენარჩუნების საკითხი წყდება და ეს ჟმოტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კიდევ, აი ამაშია საქმე
    მაგ 5 მილიონის გამო რომ ვერ შედგეს შეთანხმება და ჩავიმაც ლაპორტას წასვლამდე გადაიფიქროს გუნდის ჩაბარება, მაგაზე ვინ იქნება პასუხისმგებელი?!
    ვალვერდე, სეტიენი, კუმანი... ეს ის მწვრთნელებია, ვის ხელშიც ბარსა ბარსას აღარ გავდა, ზომბებივით დალასლასებდნენ მოედანზე
    ბართოს ბრალიცაა და ლაპორტასიც, ზოგადად ყველა მაქინატორი მამაძაღლის ხელში ბევრი რამე საეჭვოდ ჩანს

    მილიარდ სამასი მილიონზე მეტი აქვს გუნდს ვალი იცი ეს რამდენია? ( ევროებში ეს არის თითქმის 5 მილიარდი ლარი ) საქართველოს ბიუჯეტი 2021 წელს 16 მილიარდი ლარი იყო შედარება თქვენთვის დამითმია))) ესენი კაჭარავასაც ვერ იყიდიან ანორთოსისიდან სამწუხაროდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 5 ნოემბერი 2021 19:33
    0
    ციტატა: JasoN
    ციტატა: Albicelecte
    რაც შეეხება ლაპორტას, არ ეკადრება ასე "გაძიშოვება"

    რა შუაშია გაძიშოვება? ტიპებს ფული რომ მართლა არ აქვთ თქვენ კიდევ ეჭვი გეპარებათ? ბარსელონა რომ არ გვერქვას აქამდე დიდი ხნის გაკოტრებულები ვიქნებოდით და გაყიდულები ან დაშლილები... სახელს და წარსულს სცემენ პატივს და ეგაა ჩვენი არსებობის მიზეზიც. არაოფიციალურად გაკოტრებულები ვართ და 5 მილიონის გადახდას ეხუმრები?

    5 მილიონი, განა 500?! ან თუნდაც 50?!
    კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო, ასე ამბობენ
    მწვრთნელის და ფილოსოფიის შენარჩუნების საკითხი წყდება და ეს ჟმოტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კიდევ, აი ამაშია საქმე
    მაგ 5 მილიონის გამო რომ ვერ შედგეს შეთანხმება და ჩავიმაც ლაპორტას წასვლამდე გადაიფიქროს გუნდის ჩაბარება, მაგაზე ვინ იქნება პასუხისმგებელი?!
    ვალვერდე, სეტიენი, კუმანი... ეს ის მწვრთნელებია, ვის ხელშიც ბარსა ბარსას აღარ გავდა, ზომბებივით დალასლასებდნენ მოედანზე
    ბართოს ბრალიცაა და ლაპორტასიც, ზოგადად ყველა მაქინატორი მამაძაღლის ხელში ბევრი რამე საეჭვოდ ჩანს
    ფანი [?]
    #7 5 ნოემბერი 2021 18:08
    1
    ციტატა: Albicelecte
    რაც შეეხება ლაპორტას, არ ეკადრება ასე "გაძიშოვება"

    რა შუაშია გაძიშოვება? ტიპებს ფული რომ მართლა არ აქვთ თქვენ კიდევ ეჭვი გეპარებათ? ბარსელონა რომ არ გვერქვას აქამდე დიდი ხნის გაკოტრებულები ვიქნებოდით და გაყიდულები ან დაშლილები... სახელს და წარსულს სცემენ პატივს და ეგაა ჩვენი არსებობის მიზეზიც. არაოფიციალურად გაკოტრებულები ვართ და 5 მილიონის გადახდას ეხუმრები?
    ფანი [?]
    #6 5 ნოემბერი 2021 17:13
    1
    აუუ უკვე ძაან ნერვებზე თამაშობენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 ნოემბერი 2021 17:08
    2
    რაც შეეხება ლაპორტას, არ ეკადრება ასე "გაძიშოვება"
    Culé [?]
    #4 5 ნოემბერი 2021 17:08
    1
    ებიჯო ვითომ ისედაც არ გაიწელა ეს ტრანსფერი, ან გადაუხადეთ ან გამპერის თასზე შეთანხმდით ხო გაახურეს საქმე
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 ნოემბერი 2021 17:06
    2
    ხოდა წათრეულიყავი შენც და მოყომარებული იქნებოდა ყველაფერი.
    შეიხი ლაპორტას ელოდა ეტყობა და გაბრაზდა, როცა არ ჩაფრინდა. მე გაჩვენებ როგორ უნდა არ დაფასებაო და გვაწვალებს, თან თხევადი გაზის სუნით გავიგუდეთ.
    Culé [?]
    #2 5 ნოემბერი 2021 17:04
    1
    5 მილიონს არ იხდიან, ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ და 1 მილიონს გადაუხდიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 ნოემბერი 2021 16:48
    2
    რამოდენიმე უცხოურ საიტზე წავიკითხე რო 1 მილიონზე შეთანმხდნენ და არანაირ 5 მილიონზე არაა საუბარი ერტ ერტ ესპანურ საიტზე ეწერა 1 მილიონი და ამხანაგრუ თამაში დოქაში

    El director del Barcelona y el jeque árabe han llegado a un acuerdo sobre Xavi Hernández, se ha llegado a un acuerdo por 1 millón y un partido amistoso en Doha que se disputará en el verano de 2023. Esto se hace para aclarar los últimos detalles.