სერჟი ბარჟუანი სელტასთან მატჩის წინ

სერჟი ბარჟუანი სელტასთან მატჩის წინ

"ბარსელონას" დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, სერჟი ბარჟუანმა, "სელტასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.  

განსხვავებული მატჩი იქნება. ისინი ეცდებიან, რომ პირველივე წუთებიდან წნეხის ქვეშ მოგვაქციონ და ჩვენი შეცდომებით ისარგებლონ, ამიტომ ბურთით უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ. ვარჯიშის დროს ამ კომპონენტს ყურადღებას ვაქცევთ. "სელტა" კიევის "დინამოსგან" განსხვავებულ პრესინგს თამაშობს. 
ჩავისთან დაკავშირებით "ალ სადმა" განცხადება უკვე გამოაქვეყნა, "ბარსას" კი ეს ჯერ არ გაუკეთებია. ჩემი მოვალეობაა, კლუბს დავეხმარო, ჩავის კი, თუ ის ნამდვილად დაინიშნება, აუცილებლად დავეხმარები. მზად ვარ, მის ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხო. 
რაკი კლუბმა ჩავის დანიშვნა გადაწყვიტა, ეჭვი არ მეპარება, რომ ის საუკეთესო კანდიდატია. 
ფეხბურთი რისკს ყოველთვის შეიცავს. გაგვიხარდა, რომ დემბელე დაბრუნდა, მაგრამ ვარჯიშზე ისევ ტრავმა მიიღო. ეს სულ ერთ დღეში მოხდა. 
სიტუაციას ყველა განსხვავებულად აღიქვამს. ჩემი აზრით, პირველი, რაც ახალმა მწვრთნელმა უნდა გააკეთოს, ფეხბურთელების დარწმუნება და გუნდში საკუთარი მენტალიტეტის შემოტანაა, რომლითაც ის ყოველთვის გამარჯვებული იყო. ის გუნდში არსებულ პრობლემებს აუცილებლად შეამჩნევს და ეტაპობრივად უნდა სცადოს, რომ ისინი გამოასწოროს. 
კლუბში ჩემი როლი კარგად ვიცი. რა თქმა უნდა, თავიდანვე ვიცოდი, რომ დროებით დავინიშნე. ბედნიერი ვარ იმით, რომ საშუალება მომეცა, გუნდს ჩემი გამოცდილებით დავხმარებოდი. 
კვირას "ბარსა ბ-ს" დავუბრუნდები. აქ გატარებული თითოეული წამით სიამოვნება მივიღე. ჩემი მთავარი მიზანი ის იყო, რომ როგორც ადამიანი და მწვრთნელი ფეხბურთელებთან ახლოს ვყოფილიყავი. 

- განაცხადა ბარჟუანმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 8 ნოემბერი 2021 15:35
    0
    პირველ ტაიმს რო მეორე მოსდევს ამან არ იცოდა? თუ გონია ბარსასთან ვინმეს უჭირს 3 ბურთის დაქამბექება.
    გულშემატკივარი [?]
    #3 6 ნოემბერი 2021 15:01
    0
    ციტატა: MeMpiS..
    ეს კაცი კუმანს ბევრად მირჩევნია, იმისდა მიუხედავად რომ არც ეს გვაჩვენებდა უკეთეს თამაშს მაგრამ ყოველ შემთხვევაში გუნდი ბოლომდე მაინც თამაშობდა და 70 წუთის შემდეგ ზომბებივით არ დარბოდნენ..

    კი ბევრად ჯობია კუმანს. ამ ორ თამაშშიც ჩანდა უბრალოდ მონდომებული და უფრო მეტი კომბინაციები იყო... ვფირობ ამ კაცმა უფრო იცის ახალგაზრდები როგორ გამოიყენოს ვიდრე კუმანმა იცოდა.. კუმანს ამოჩემებული ქონდა რამოდენიმე კადრი და იმას ათამაშებდა ბოლომდე სანამ არ გამოფიტა . ეს ბანჟანი უფრო მრავალფეროვნებით გამოირჩევა
    Culé [?]
    #2 5 ნოემბერი 2021 17:04
    5
    ეს კაცი კუმანს ბევრად მირჩევნია, იმისდა მიუხედავად რომ არც ეს გვაჩვენებდა უკეთეს თამაშს მაგრამ ყოველ შემთხვევაში გუნდი ბოლომდე მაინც თამაშობდა და 70 წუთის შემდეგ ზომბებივით არ დარბოდნენ..
    --------------------
    CULE FOREVER
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 ნოემბერი 2021 17:02
    3
    უნდა ასეთები ვიყოთ, უნდა ისეთები. უნდა, უნდა, უნდა.
    მე თუ მკითხავ ლაპორტ, ამას ბარსა ბ-საც ჩამოვართმევდი. ყველა მწვრთნელად არ იბადება.