ოფიციალურად: ბარსელონამ ჩავის კონტრაქტი გამოისყიდა

რამდენიმე წუთის წინ, "ალ სადმა" ჩავი ერნანდესის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
ყატარული კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ბარსელონამ" მისი კონტრაქტი გამოისყიდა:
კლუბის ადმინისტრაცია დათანხმდა ჩავის ტრანსფერს "ბარსელონაში" მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოსასყიდი თანხის გადახდა განხორციელდა. ჩვენ "ბარსელონასთან" სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე შევთანხმდით.
რამდენიმე დღის წინ, ჩავიმ კლუბს აცნობა, რომ "ბარსელონაში" დაბრუნება ახლა სურდა, რადგან მისი მშობლიური კლუბი რთულ ვითარებაში იმყოფება. ჩვენ გავითვალისწინეთ ჩავის სურვილი და მისთვის წასვლაში ხელი არ შეგვიშლია.
ჩავისა და მის ოჯახს დოჰაში ყოველთვის სიხარულით დავხვდებით, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება.
- ვკითხულობთ განცხადებაში.
ჩავი, მატეუ ალემანისთან და რაფა იუსტესთან ერთად, კატალონიაში ხვალ დაბრუნდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 25 ]