As: ჩავის გადამწყვეტი საათები ყატარში

As-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესის "ბარსელონაში" დაბრუნების პროცესის დასასრულს უახლოვდება.
მადრიდული გამოცემა წერს, რომ დღეს, ჩავის "ალ სადის" ხელმძღვანელთან, მუჰამედ ბინ ალ თანისთან, შეხვედრა აქვს დაგეგმილი. მისი ყატარული კლუბიდან წასვლის საკითხი გადაწყვეტილი ჯერ არ არის.
იმ შემთხვევაში, თუ ყატარელი შეიხი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის გადახდას არ მოითხოვს, ჩავი მის აგენტთან ერთად კლუბის ოფისში მივა და კონტრაქტის გაწყვეტა დოკუმენტურად გაფორმდება.
იმ შემთხვევაში, თუ მუჰამედ ბინ ალ თანიმ გამოსაყიდი თანხის გადახდა მოითხოვა, რომლის ოდენობაც 5 მილიონ ევროს შეადგენს, "ალ სადის" ოფისში "ბარსას" დელეგაციაც (მატეუ ალემანი, რაფა იუსტე) მივა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩავი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გახდება და, სავარაუდოდ, ოფიციალური განცხადება დღეს, საღამოს, გავრცელდება.
ჩავი, ალემანისთან და იუსტესთან ერთად, ბარსელონაში ხვალ დაბრუნდება. იგი "სელტასთან" გასამართ შეხვედრას თვალს "ბალაიდოსიდან" არ მიადევნებს, რათა ფეხბურთელები სრულად თამაშზე იყვნენ კონცენტრირებულნი.
"ბარსა" ახალ მწვრთნელს კვირას ან სამშაბათს წარადგენს. ორშაბათს, კლუბს გარკვეული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]