სელტასთან შეხვედრის მსაჯი ცნობილია

სელტასთან შეხვედრის მსაჯი ცნობილია

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ბარსელონა" და ვიგოს "სელტას" შორის გასამართი შეხვედრის მსაჯად ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი დაასახელა. VAR-ის ოთახიდან მას დახმარებას ხოსე ლუის გონსალეს გონსალესი გაუწევს.

ერნანდეს ერნანდესმა სამსაჯო კარიერა 2004 წელს დაიწყო, 2007 წელს სეგუნდა დივიზიონში დაწინაურდა, ლა ლიგაში კი ფეხი 2012 წელს შეაბიჯა. 38 წლის ესპანელი 2014 წელს ფიფას კატეგორიის არბიტრი გახდა.

ერნანდესს "ბარსელონას" მატჩები 27-ჯერ განუსჯია. კატალონიელთა სტატისტიკა ასეთია: 17 გამარჯვება, 7 ფრე და 3 მარცხი. 

რაც შეეხება კატალონიელთა მეტოქეს, ესპანელმა გალისიური კლუბის შეხვედრებში 29-ჯერ იმსაჯა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 ნოემბერი 2021 17:30
    0
    ციტატა: CHEPE
    რანაირი მსაჯებია გონსალეს გონსალესი და ერნანდეს ერნანდესი😅😅😅😅 მაგრამ ეს ვარზე არ მომწონს <<ცენზურის დარღვევა>>ია ძაან ერნანდესი

    ესპანელებს ორი გვარი აქვთ, ხანდახან სახელიც. ერთი გვარი მამისაა მეორე დედის. როცა საბუთებში ღრმად არ შედიან და დედის გვარის ცნობა არა აქვთ მაშინ იწერება ორი გვარი მამის და დედის გათხოვების შემდეგ. ანუ ფაქტიურად ორივე მამამისის გვარია.