ჩავის მოსვლა, შესაძლოა, ხვალ გაოფიციალურდეს

AS-ის ჟურნალისტის, ხავიერ მიგელის ინფორმაციით, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, "ბარსელონამ" ჩავი ერნანდესის გუნდის მწვრთნელად დანიშვნა, შესაძლოა, ხვალ გამოაცხადოს.
წყაროს ცნობით, ჩავი ოფიციალური განცხადების შემდეგ, შაბათს ან კვირას, ბარსელონაში გაფრინდება და გუნდს ჩაიბარებს. მისი პრეზენტაცია ორშაბათს გაიმართება.
იგივე წყარო იტყობინება, რომ "ბლაუგრანას" სურს, ჩავი გუნდის ახალი მწვრთნელი შაბათამდე გახდეს.
გავრცელებული ცნობებით, დღეს "ბარსელონასა" და "ალ სადს" შორის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება. კატალონიური კლუბი ოპტიმისტურადაა განწყობილი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]