პედრი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება

პედრი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანაკრებო პაუზის შემდეგ "ბარსელონას" გუნდის ერთ-ერთი ლიდერი პედრი დაუბრუნდება.

პედრის 29 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. 18 წლის ნახევარმცველის დაბრუნება უფრო ადრე იგეგმებოდა, მაგრამ ტრავმის რეციდივის გამო მისი მკურნალობის პროცესი გაჭიანურდა.

კატალონიური წყაროს ცნობით, პედრი სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ სრულად გამოჯანმრთელებული იქნება. ახალგაზრდა ფეხბურთელი 20 ნოემბერს "ესპანიოლთან" გასამართ მატჩს 100%-ით მზადყოფნაში შეხვდება.

პედრიმ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით მხოლოდ 4 თამაშის ჩატარება მოასწრო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 ნოემბერი 2021 18:00
    0
    იმედია ენრიკე არ მოითხოვს ამ სანაკრებოზე.
    ფანი [?]
    #2 4 ნოემბერი 2021 12:46
    0
    ხო ნუ ერთი ისაა რი დაისვენებს მაინც😂
    და ხავის გამოჯანმრთებული და დასვენებული შეხვდება
    ფანი [?]
    #1 4 ნოემბერი 2021 11:35
    1
    იმედია ჩავი სწორად გამოიყენებს ამას, ძალიან მაღალ დონეზე შეუძლია ასვლა და ამ კუილამ გადაწვა ბოლომდე
    --------------------
    CULE FOREVER