ბარსელონა ტანგი ნდომბელეს იჯარის ვარიანტს განიხილავს

ბარსელონა ტანგი ნდომბელეს იჯარის ვარიანტს განიხილავს

"ბარსელონა" იანვარში ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთ ვარიანტად "ტოტენჰემის" ნახევარმცველს, ტანგი ნდომბელეს განიხილავს, იტყობინება Diario Sport.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი ლონდონური კლუბის დასატოვებლად მზადაა. ნდომბელეს მაღალი სატრანსფერო ფასის გათვალისწინებით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" მხოლოდ ნახევარწლიან იჯარას განიხილავენ.

კატალონიელები ნდომბელეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებენ, თუ მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი გახდება. გარდა ამისა, "ბარსამ", შესაძლოა, სერხიო აგუეროს 3 თვით დაკარგვის შემდეგ ახალ თავდამსხმელზეც იმუშაოს.

ნდომბელეს გარდა "ბარსელონა" დენის ზაკარიათი ("მიონხენგლადბახი") და ბუბაკარ კამარათი ("მარსელი") ინტერესდება. ფრანკ კესი ("მილანი") სიაში აღარაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 4 ნოემბერი 2021 18:23
    0
    აცალეთ ჩავის მოსვლა, რა მოუთმენლობაა, მითუმეტეს იანვრამდე ვერავის მოვიყვანთ.
    [?]
    #4 4 ნოემბერი 2021 13:10
    0
    როგორც ფრანგებს სჩვევიათ, დემბელეს პოგბას უმტიტის, ესეც არაპროფესიონალია თორე პოტენციალი აქვს, ტექნიკური, ფიზიკურადძლიერია. პოგბაზე ნაკლები არ იქნებოდა ერთ ადგილს რო არ ათამაშებდეს, ხან მაურინიოს დაეჯახა და ხან ვის.
    Culé [?]
    #3 4 ნოემბერი 2021 11:21
    0
    რა ტანგი ხოარ ღადაობთ🤦‍♂️
    --------------------
    CULE FOREVER
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 ნოემბერი 2021 01:02
    1
    ტანგი თუ ტანგა არ ვიცი, ახლა ოპერაცია "ჩავი" მიმდინარეობს
    გულშემატკივარი [?]
    #1 3 ნოემბერი 2021 23:52
    1
    კესი ძაან კარგი იქნებოდა