ანსუ ფატის ესპანეთის ნაკრებში გამოიძახებენ

ანსუ ფატის ესპანეთის ნაკრებში გამოიძახებენ

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ანსუ ფატის ნოემბერის სანაკრებო პაუზაზე, საბერძნეთთან და შვედეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებისთვის ესპანეთის ნაკრებში გამოიძახებენ.

წყაროს ცნობით, ლუის ენრიკეს კიდევ ერთი ფავორიტი მოთამაშე, პედრი გონსალესი ხსენებულ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს. "ლუჩო" განაცხადს პარასკევს დაასახელებს.

ამასთან, "ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელი, ალეხანდრო ბალდე ესპანეთის 19-წლამდელთა გუნდში მიიწვიეს, სადაც მას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ლუქსემბურგის, აზერბაიჯანისა და ბელგიის ნაკრებებთან დაპირისპირება მოუწევს. შეხვედრები 8-დან 17 ნოემბრამდე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 ნოემბერი 2021 18:33
    0
    მოკლედ კაცი არ გამოაანმრთელეს ბოლომდე რა.
    Culé [?]
    #1 3 ნოემბერი 2021 22:20
    1
    ესპანეთს მაგარი კამანდა შეეკვრება, იმედია ამ ბავშვებს არ დაგვიმტვრევენ
    --------------------
    CULE FOREVER