დემბელე ხელფასის შემცირებაზე თანახმაა | MD

დემბელე ხელფასის შემცირებაზე თანახმაა | MD

"ბარსელონასა" და უსმან დემბელეს შორის, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკანასკნელ ეტაპზეა და, შესაძლოა, შეთანხმება ნოემბერში შედგეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფრანგმა შემტევმა საკუთარ წარმომადგენლებს აცნობა, რომ მისი პრიორიტეტი "ბლაუგრანაში" დარჩენაა და კუბთან ისეთი შეთანხმების მიღწევა მოსთხოვა, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. წყაროს ცნობით, დემბელე ხელფასის შემცირებაზე თანახმაა; ფეხბურთელი ანაზღაურების ნაწილს, სავარაუდოდ, ბონუსების სახით მიიღებს.

თავდაპირველი იდეა ხელშეკრულების 3 წლით გახანგრძლივება იყო, რაც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შესაძლოა, კიდევ გაზრდილიყო, თუმცა MD-ს მტკიცებით, სავარაუდოდ, კონტრაქტის პირობები შეიცვლება.

უსმან დემბელემ ხანგრძლივი ტრავმა ცოტა ხნის წინ მოიშუშა და გუშინ, კიევის "დინამოს" წინააღმდეგ, მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 4 ნოემბერი 2021 18:41
    0
    შეხვედრა თუ არა დახია ყველაფერი რა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 3 ნოემბერი 2021 23:24
    0
    ციტატა: basa7
    ციტატა: Clever liar
    ციტატა: MeMpiS..
    ეს თუ ჩავიმ აათამაშა

    სულ რო საკუთარი ინტელექტი გადაუნერგოს, ეს პლასმასის ფალოსი მაქს მე3 თამაშში 2 წლიან ტრავმას მიიღებს და აზრი?

    ეგ არის საშიში თორე სტერლინგი ამაზე ბევრად უფრო თხა იყო გვარდიოლას მისვლამდე

    ჰო მაგრამ როგორც მახსოვს ჩავიმ მთლიანად სტაფის შეცვლა მოსთხოვა ლაპორტას ფიზიო ექიმები და ა.შ. მაგის ტვინს არაფერი ეშველება მაგრამ მაგის გამოყენება შეიძლება რაციონალურად ალბათ სიმართლე უნდა ითქვას აქამდე მწვრთნელიც არ ჰყოლია ისეთი რომ მაგაში ის პლიუსები გამოეყენებინა რაც ააქვს სისწრაფეს და ერთი ერთზე დრიბლინგს ვგულისხმობ მაგის ფიზიკას რაც შეეხება ეგ მოგვარებადი მგონია ნორმალური ექიმების და მწვრთნელის ხელში .....მოკლედ ვნახოთ თუ ჩავიმაც ვერაფერი მოუხერხა მაშინ გაუშვებენ და მაგით მორჩება smile
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 3 ნოემბერი 2021 22:25
    0
    ერთი ეს ათამაშდება და მეორე ალეკო ელისაშვილის პაპა წამოდგება საფლავიდან.
    Culé [?]
    #8 3 ნოემბერი 2021 22:02
    0
    ციტატა: Clever liar
    ციტატა: MeMpiS..
    ეს თუ ჩავიმ აათამაშა

    სულ რო საკუთარი ინტელექტი გადაუნერგოს, ეს პლასმასის ფალოსი მაქს მე3 თამაშში 2 წლიან ტრავმას მიიღებს და აზრი?

    ეგ არის საშიში თორე სტერლინგი ამაზე ბევრად უფრო თხა იყო გვარდიოლას მისვლამდე
    Culé [?]
    #7 3 ნოემბერი 2021 20:25
    0
    გაშვება არ გაშვებას ჩვენ არავინ მოგვკითხავს მაინც და თუ დარჩება იმედია ფიზ.მომზადებაზე მართლა გაამახვილებენ ყურადღებას როგორც ახსენეს და მერე კი შეიძლება ათამაშდეს, ინტელექტს რაც შეეხება არაფერი ეშველება ჩემი აზრით, უბრალოდ კონკრეტული როლი უნდა მიიღოს და იმას იქეთ არაფერი მოეთხოვება, თუ მოთხოვენ და კი ნახავენ შედეგსაც😆
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #6 3 ნოემბერი 2021 20:19
    1
    ციტატა: MeMpiS..
    ეს თუ ჩავიმ აათამაშა

    სულ რო საკუთარი ინტელექტი გადაუნერგოს, ეს პლასმასის ფალოსი მაქს მე3 თამაშში 2 წლიან ტრავმას მიიღებს და აზრი?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 3 ნოემბერი 2021 20:00
    0
    ეს თუ ჩავიმ აათამაშა ( ვგულისხმობ ათამაშებაში ინტელექტს ) მაგარი იქნება, სისწრაფე აქვს, ტექნიკა აქვს, მონაცემებიც აქვს, ხანდახან კარგ გოლებს ულაწუნებს და ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში მარჯვნივ კაცი გვჭირდება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 3 ნოემბერი 2021 19:31
    2
    ჩავია ამის ბოლო იმედი და შანსი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 ნოემბერი 2021 19:27
    2
    ციტატა: La Pulga10
    ჩავიმ ეს,რომ აათამაშოს და დააჭკვიანოს ძეგლს დავუდგამ.

    ჩავის აქვს რაღაც ისეთი, რაც პეპს ჰქონდა...
    პეპმა კი სტერლინგისაგან გამოთალა სალამური, უკიდურესად გონებაჩლუნგი არსებისაგან ფეხბურთელი დააყენა
    ვნახოთ, ამისი "გაწვრთნა" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არ იქნება იოლი, მაგრამ საინტერესოდ ჩანს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 ნოემბერი 2021 19:19
    4
    ჩავიმ ეს,რომ აათამაშოს და დააჭკვიანოს ძეგლს დავუდგამ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 3 ნოემბერი 2021 19:16
    4
    რა დღეშია ბარსა ამის დარჩენა რო გაგვიხარდება