Sport: ალ სადთან მოლაპარაკებები დღეს ან ხვალ დასრულდება

დღეს, მატეუ ალემანი და რაფაელ იუსტე ყატარში გაემგზავრნენ, რათა ჩავი ერნანდესის გაფორმების პროცესი დაასრულონ.
Sport-ის ინფორმაციით, დღეს, "ალ სადსა" და "ალ დუჰაილს" შორის გასამართი მატჩის დასრულების შემდეგ, "ბარსას" ვიცე-პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი ყატარული კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდებიან. "ალ სადი" ჩავის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის გადახდას არ მოითხოვს. სავარაუდოდ, მოლაპარაკებები დღეს ან ხვალ დასრულდება.
ჩავი მშობლიურ კლუბთან კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს და მას იმაზე დაბალი ანაზღაურება ექნება, ვიდრე "ალ სადში" აქვს.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ჩავი კატალონიაში კვირას ჩავა, ორშაბათს კი (8 ნოემბერი) "კამპ ნოუზე" მისი პრეზენტაცია შედგება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]