სერჟი ბარჟუანის კომენტარი დინამოსთან მატჩის შემდეგ

სერჟი ბარჟუანის კომენტარი დინამოსთან მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა სერჟი ბარჟუანმა კიევის "დინამოსთან" სტუმრად მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გავი? დესტის ტრავმის გამო ბოლო მომენტში შემადგენლობაში ცვლილება შევიტანეთ და ის შეტევის მარჯვენა ფლანგზე დავაყენეთ. ნახევარდაცვაში ბუსკეტსის, ფრენკი დე იონგისა და ნიკოს წყალობით გვქონდა ის, რაც გვინდოდა. გავის დაყენებით ნახევარდაცვა დავტვირთეთ, მაგრამ სიღრმიდან თამაშის შესაძლებლობა დავკარგეთ. თუმცა, ყველაფერი კარგად გამოვიდა.
მატჩისწინა გასაუბრებისას ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო.
შესაძლოა, ეს მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს. ასეთი მოგება გათავისუფლებს, თავდაჯერებულობას გმატებს.
ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ფეხბურთელები თამაშამდე რომ გენახათ, მათ დაძაბულობას შეატყობდით, მაგრამ ახლა მოთამაშეების სახეებზე შვებას ვხედავ. ეს მომდევნო მატჩისთვის თავდაჯერებულობას შეგვმატებს.
ამ გამარჯვებას აგუეროს ვუძღვნით. ჩვენ მასთან ვართ.
ფეხბურთელებს ესმით, სად არიან. ამ დინამიკით უნდა ვისარგებლოთ. ყოველდღე ცოტა უკეთესები უნდა გავხდეთ და უფრო მშვიდად ვითამაშოთ.
დემბელე დიფერენციალური ფეხბურთელია. მას სიღრმიდან თამაში გამოსდის. უსმანს თამაშის კარგი ხედვა აქვს.
ეს კლუბი და ჩემი სამუშაო მიყვარს. ვნახავთ, სად ვიქნები ხვალ, მაგრამ არ მინდა, რომ ფეხბურთელებში ეჭვები გამოვიწვიო.
"სელტა"? არ ვიცი, რა მოხდება. უბრალოდ ვიცი, რომ ხვალ მატჩისთვის მზადება უნდა დავიწყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 3 ნოემბერი 2021 16:54
    0
    დემბელე დიფერენციალური ფეხბურთელია. მას სიღრმიდან თამაში გამოსდის. უსმანს თამაშის კარგი ხედვა აქვს.
    ეს დემბელეზე ღადაობს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 3 ნოემბერი 2021 16:36
    1
    ბარჟუან გავის რა უნდოდა მარჯვენა ფლანგზე ვინგერად ?! )))))))))))) ეგ რა ჰქენი ?! :)))))) თავისუფალი ადგილი შეავსებინე ?!:)))))))))))))))))))
    ფანი [?]
    #5 3 ნოემბერი 2021 12:28
    0
    ეს ბანჟუანი კუმანს ქე ჯობია, როგორმე ჩავის მოსვლამდე გაქაჩავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 3 ნოემბერი 2021 12:06
    0
    "უსმანს თამაშის კარგი ხედვა აქვს" ამაზე გამაცინე სერჟი
    უსმანს სისწრაფე და ბურთის ფლობა აქვს, რასაც ვერ დაუკარგავ კაცი barca-6
    გულშემატკივარი [?]
    #3 3 ნოემბერი 2021 10:20
    0
    აუ ამათი კარებში არ დამრტყმელი დდშ რაა rage rage
    ფანი [?]
    #2 3 ნოემბერი 2021 09:15
    4
    რამდენჯერ შეეძლოთ რომ უბრალოდ საგოლე მომენტამდის დროული ან ზუსტი პასი გაეკეთებინათ... დეიონგს ვცემდი ალბად მაგის მწრვთნელი რომ ვყოფილიყავი დეპაისაც იგივე სახე ქონდა პასი რომ ვერ გაუკეთა.. დემბელეს ასწრეფებები მაგრად დამევასა იქნებ ნელნელა აყვნენ ტემპში ... კარგია რომ არ დაუკარგავს ეს ფორმა ...
    ფანი [?]
    #1 3 ნოემბერი 2021 03:30
    8
    ისევ კუმანის გუნდია, არაფერი არაა გაუმჯობესებული, მხოლოდ ტემპია ცოტათი მომატებული. რაც შეიძლება მალე უნდა მოვიდეს ჩავი