ანსუ ფატი: გოლსა და გამარჯვებას აგუეროს ვუძღვნი

ანსუ ფატი: გოლსა და გამარჯვებას აგუეროს ვუძღვნი

კიევის "დინამოსთან" გამართულ მატჩში ერთადერთი გოლის ავტორმა, "ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანსუ ფატიმ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან ბედნიერები ვართ. ბოლომდე ვიბრძოლებთ. ახლა ეს ჩვენზეა დამოკიდებული... წინ "ბენფიკასთან" და "ბაიერნთან" შეხვედრები დაგვრჩა. ყველაფერს გავაკეთებთ.
გოლს აგუეროს ვუძღვნი. ეს გამარჯვება მისთვისაა. იმედი გვაქვს, სერხიო მალე გამოჯანმრთელდება.
ვიცით, რომ უნდა მოვუმატოთ. ამაზე ვმუშაობთ. ჩემპიონთა ლიგა ძალიან ძნელი ტურნირია. ლა ლიგაშიც ვიბრძვით. შარშანაც გვიჭირდა, მაგრამ ბოლოს გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა.
სეზონი ხანგრძლივია. ვფიქრობ, ტიტულების მოგება შეგვიძლია. რთული სეზონი იყო და ვიცით, რომ ფანები იტანჯებიან, მაგრამ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 3 ნოემბერი 2021 16:59
    1
    ასეა, თუ ყველა იბრძვის შედეგი აუცილებლად იდება.
    ფანი [?]
    #3 3 ნოემბერი 2021 02:49
    6
    ეს უნდა იყოს ფორვარდად და დეპაი ფლანგზე!
    Culé [?]
    #2 3 ნოემბერი 2021 02:33
    7
    მაგარი ბიჭია სადაც საჭიროა იტანს უბრალოდ მომენტები უნდა შეუქმნან მაგარი ალღო აქვს,და ბემფიკასაც მოუგებთ მჯერაა
    Culé [?]
    #1 3 ნოემბერი 2021 02:30
    4
    დონე ბიჭია, საჭირო მომენტში გატანა გამოსდის ფაქტია. იმედია არ დაკარგავს იმას რაც აქვს და არ დააწყებინებენ ასე უაზროდ ვინგერობას🙄 ძაან კლასნად იყენებს მომენტებს და ეს ჩავის დაჭირდება🤗
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"