რატომ ვერ მოხვდა აბდე ეზალზული კიევის დინამოსთან მატჩის განაცხადში?

"ალავესთან" წინა თამაშის განაცხადში "ბარსელონა ბ-დან" ორი ახალი სახე ვიხილეთ - აბდე ეზალზული და ალვარო სანსი. ამჯერად კიევის "დინამოსთან" მატჩის განაცხადში ეზალზული - ვერა, სანსი კი ისევ მოხვდა.
Sport-ის ჟურნალისტის, ალბერტ როჟეს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ ეზალზული ჩემპიონთა ლიგაზე დარეგისტირირებული არაა.
წყაროს ცნობით, თუ ფეხბურთელი კლუბის ახალგაზრდულ გუნდებში მინიმუმ 2 წელი თამაშობს, ის ავტომატურად დარეგისტრირდება, 19 წლის შემტევის შემთხვევაში კი ასე არაა.
ცნობისთვის, "ალავესთან" გამართულ შეხვედრაში "ბარსელონას" პირველ გუნდში ეზალზულის დებიუტი შედგა. ახალგაზრდა მაროკოელმა მოედანზე 10 წუთი გაატარა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]