სერჟი ბარჟუანის პრესკონფერენცია კიევის დინამოსთან მატჩის წინ

სერჟი ბარჟუანის პრესკონფერენცია კიევის დინამოსთან მატჩის წინ

"ბარსელონას" დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა სერჟი ბარჟუანმა კიევის "დინამოსთან" ხვალ გასამართი თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ფეხბურთელები ზეწოლის ქვეშ და ნებისმიერი სცენარით თამაშს მიჩვეულები არიან. უნდა ვიყოთ ორგანიზებულები და ის "ბარსელონა", რომელიც გვინდა, მოედანზე ვიხილოთ.
განაცხადში მყოფი ყველა ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. საკუთარ თავებთან მომთხოვნი უნდა ვიყოთ.
"ბარსას" მოგების ვალდებულება ყოველთვის აქვს. გამარჯვება სიტუაციას შეცვლიდა და ოპტიმიზმს შეგვმატებდა.
ნიჭიერი მოთამაშეები გვყვავს და მათ ეს თითოეულ თამაშში უნდა აჩვენონ.
ვამაყობ, რომ ასეთ დროს კლუბში ვიმყოფები.
აგუეროს გუშინ ვესაუბრე. ის მშვიდადაა.
ყოველთვის ვცდილობ, ფეხბურთელებთან დაახლოებული მწვრთნელი ვიყო.
მოთამაშეების გამოჯანმრთელება მნიშვნელოვანია. ეს ყველასთვის დამატებითი მოტივაციაა - ფეხბურთელების დაბრუნება, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. ამით უნდა ვისარგებლოთ. დემბელე დიდი ხანი ტრავმირებული იყო.
კოუტინიოს ვესაუბრე და ვუთხარი, რა გვინდა მისგან... "კამპ ნოუ" მეც მისტვენდა. ასეთ რთულ მომენტებში ძლიერი უნდა იყო.
გასახდელში ყველა ერთად ვართ. ჩვენ გუნდი ვართ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ.
ჩემს ადგილზე ყოფნას ათასი მწვრთნელი ისურვებდა. როგორც კულე და ყოფილი ფეხბურთელი, ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #6 2 ნოემბერი 2021 01:48
    1
    ოღონდ ევროპა ლიგაზე არ დამანახო გუნდი,რამე ქენი შეჩემა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 ნოემბერი 2021 19:02
    2
    ამის დიდი იმედი მაქვს, 100% გაგვიყვანს უეფა ლიგაზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 ნოემბერი 2021 18:55
    2
    ხომ არ ჯობია მწვრთნელის გარეშე გავიდნენ, ეს მაინც არაფერს ცვლის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 ნოემბერი 2021 18:34
    0
    კი სერხი, მახსოვს როგორ გისტვენდნენ
    ცუდი არ იყავი, ნორმალურად გამოიყურებოდი ხოლმე, ნაკრებშიც არა გიშავდა
    ვან გაალის ფორმაციის ბარსაში უფრო ჟილკიანად გამოიყურებოდი, უფრო დაღვინება დაგეტყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 ნოემბერი 2021 16:53
    1
    იმედია არ წაგვაგებინებ ამ თამაშს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 1 ნოემბერი 2021 16:34
    2
    ესეც კაი ჭ კლასია მაგრამ იმედია ჩავის მოსვლამდე თამაშებს მოიგებს და უფრო მძიმე მდგომარეობაში არ ჩაგვაგდებს
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.