რონალდ არაუხო გუნდთან ერთად ვარჯიშობს

რონალდ არაუხო გუნდთან ერთად ვარჯიშობს

შესაძლოა, "ბარსელონას" ურუგვაელი ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხო, კიევის "დინამოსთან" მატჩის განაცხადში მოხვდეს.

ესპანური მედიის ინფორამაციით, "სიუტატ ესპორტივაზე" მიმდინარე სავარჯიშო სესიაში გუნდთან ერთად ემზადებიან უსმან დემბელე, ანსუ ფატი, ფრენკი დე იონგი, სერჟი რობერტო და რონალდ არაუხო. ტრავმის გამო, მათ "ალავესთან" მატჩი გამოტოვეს და შესაძლოა, ხუთივე, "დინამოსთან" დაბრუნდეს.

Update: As-ის მტკიცებით, სერჟი რობერტო გუნდურ სავარჯიშო სესიაში მონაწილეობას არ იღებს და, შესაბამისად, მას "დინამოსთანაც" ვერ ვიხილავთ.

ასევე, ტრავმირებული ჟერარ პიკეს ნაცვლად, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს არნაუ კომასი.

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩი სტარტს ხვალ, თბილისის დროით, 23:55 საათზე აიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 ნოემბერი 2021 19:15
    1
    შესაძლოა, "ბარსელონას" ურუგვაელი ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხო, კიევის "დინამოსთან" მატჩის განაცხადში მოხვდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 ნოემბერი 2021 14:52
    0
    არაუხო თუ მზად არის სათამაშოდ ეგ ათამაშონ თორემ ლენგლე-გარსია თუ გვეყოლება ჩათვალეთ ამოგვტენიან