ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 1 ნოემბერი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 1 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 1 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

1 ნოემბერს "ბარსელონამ" 21 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 13 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1913 წელი

ბარსელონაში ჩატარებულ ამხანაგურ თამაშში მასპინძლებმა "რეალ მადრიდი" 7-0 გაანადგურეს. გოლები კარლიერმა (3), უოლასმა (2), ალკანტარამ და გრინველმა გაიტანეს.

1917 წელი

ბარსელონაში ჩატარებულ ამხანაგურ თამაშში მასპინძლებმა "რეალ მადრიდი" 3-1 დაამარცხეს. "ბარსას" მხრიდან სამივე გოლი ვინიალსმა გაიტანა.

1963 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი უელსელი თავდამსხმელი მარკ ჰიუზი. 1986-1988 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 37 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

1997 წელი

"ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" სტუმრად 3-2 დაამარცხა. კატალონიელთაგან გოლები რივალდომ, ლუის ენრიკემ და ჯოვანიმ გაიტანეს.

2008 წელი

"მალაგასთან" სტუმრად 4-1 მოგებული შეხვედრა ჩავის კარიერაში იყო პირველი და ერთადერთი, როდესაც მან დუბლი გაიფორმა.

2011 წელი

ვიქტორ ვალდესმა გოლი ზედიზედ 825 წუთის განმავლობაში არ გაუშვა და მიგელ რეინას მიერ 1972/73 წლების სეზონში დამყარებული საკლუბო რეკორდი მოხსნა.

"ბარსელონამ" "პლზენს" სტუმრად 4-0 მოუგო. მესიმ "ბარსელონას" მაისურით თავისი მე-200, 201-ე და 202-ე გოლები გაიტანა.

2020 წელი

73 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონაში" იოჰან კრუიფის ყოფილი ასისტენტი ტონი ბრუინს სლოტი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 ნოემბერი 2021 19:43
    0
    2011-ში ვალდესს ვინ გაუტანდა, მთელი გუნდი მოწინააღმდეგის საჯარიმოში აღამებდა და ათენებდა.