ჟოან ლაპორტა: კუმანი უფრო ადრე უნდა გაგვეშვა

ჟოან ლაპორტა: კუმანი უფრო ადრე უნდა გაგვეშვა

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, განაცხადა, რომ კლუბს რონალდ კუმანის განთავისუფლების გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიეღო.

"ბენფიკასთან" წაგებული თამაშის შემდეგ (0-3), ნიდერლანდელის გაშვება განიხილებოდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელებმა, მათ შორის, ჟორდი კრუიფმა, პრეზიდენტი კუმანისთვის დროის მიცემაში დაარწმუნეს.

მინდა, რონალდ კუმანს მადლობა გადავუხადო. მან კლუბს ესპანეთის თასის ტიტული მოუტანა. იგი მუშაობას არ აგრძელებს იმიტომ, რომ შედეგები არ არის შესაბამისი. სიტუაცია უკვე არასახარბიელო იყო. გადავწყვიტეთ, რომ მოქმედების დრო იყო.

მასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. იგი ხედავს ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას. მან თქვა, რომ მისთვის გასაგებია მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ფეხბურთის ნაწილია. მასთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.

მისი განთავისუფლების გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიმეღო, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. "დინამო" და "ვალენსია" დავამარცხეთ, მაგრამ სიტუაცია უკვე არასახარბიელო იყო.

მედიაში არსებული ინფორმაციით, კონტრაქტი "ბარსას" კუმანისთვის 12 მილიონი ევროს გადახდას ავალდებულებს, კლუბმა კი მას ამ თანხის 7-8 მილიონ ევრომდე შემცირების თხოვნით მიმართა.

კუმანის კომპენსაცია? ზუსტ ოდენობას ვერ გეტყვით, საუბარი დიდ თანხაზეა, თუმცა კლუბის ფინანსური ვითარების გათვალისწინებით, გარკვეული ანალიზი ჩავატარეთ. ამ საკითხს ორივე მხარისთვის მისაღები გზით მოვაგვარებთ.

- ამბობს იგი.

ლაპორტამ ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 29 ოქტომბერი 2021 22:46
    1
    M10 S9 D11,
    ეგ არ იყო ცერა თითი რომ გაიკვეხა და იძახდა არა არ გაუშვებო?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 ოქტომბერი 2021 22:10
    0
    12 მილიონი მთელი ცხოვრება ეყოფა ამ ნაძირალას და მაგიტომაც იქცეოდა ესე.
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 ოქტომბერი 2021 20:27
    0
    კარგია რა, გუნდი ჭაობში დატოვა და კიდევ ლაპორტა ეხვეწება 12 მილიონს ნუ გადამახდევინებ 7-8 იკმარეო. მე რო მკითხო მაგან რაც აიღო, ნამუსი რო ქონდეს უკან უნდა აბრუნებდეს.
    Culé [?]
    #2 29 ოქტომბერი 2021 18:38
    9
    მესი არუნდა გაგეშვა ქლიბო მესი....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 ოქტომბერი 2021 17:50
    7
    რატო არ გაუშვი მერე შე ტლუ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued