ჟოან ლაპორტასა და სერჟი ბარჟუანის პრესკონფერენცია

ჟოან ლაპორტასა და სერჟი ბარჟუანის პრესკონფერენცია

დღეს, "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, გუნდის დროებითი მთავარი მწვრთნელი, სერჟი ბარჟუანი, პრესკონფერენციას მართავენ.

ორი დღის წინ, პრეზიდენტმა რონალდ კუმანის განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, რომელიც, მაღალი ალბათობით, ჩავი ერნანდესი იქნება, მის მოვალეობებს ბარჟუანი შეასრულებს.

ჟოან ლაპორტა:

ბარჟუანი

სერჟი პირველი გუნდის გაწვრთნას შეუდგა. ჩვენ ვაფასებთ მის მიერ გაწეულ სამუშაოს, იგი ჩვენს ნდობას იმსახურებს.

ჩვენ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაზე ვართ კონცენტრირებულნი. სერჟი კლუბის კაცია და სისტემას კარგად იცნობს. იგი "ოცნების გუნდის" წევრია და ჩვენი ფილოსოფია იდეალურად აქვს გათავისებული.

ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლას ვაგრძელებთ. "ალავესთან" მნიშვნელოვანი თამაში გველის, ძალიან მნიშვნელოვანი.

კიევის "დინამოსთან" გუნდს სერჟი ბარჟუანი გაუძღვება.

გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, თუმცა ჩვენი ფილოსოფია არის მკაფიო - სტილი, რომელმაც მაქსიმალური წარმატება მოგვიტანა. სერჟი შემადგენლობას სიღრმისეულად იცნობს და სათანადო სამუშაოს გაწევას შეძლებს.

მინდა, სერჟის მოვუწოდო, რომ იყოს ისეთი, როგორიც არის, ამბიციური და მიზანდასახული. არ მოერიდოს განსხვავებული მეთოდების გამოყენებას, რადგან აქამდე ნაცადმა გზებმა ნაკლებად გაამართლეს.

კუმანი

მინდა, რონალდ კუმანს მადლობა გადავუხადო. მან კლუბს ესპანეთის თასის ტიტული მოუტანა. იგი მუშაობას არ აგრძელებს იმიტომ, რომ შედეგები არ არის შესაბამისი. სიტუაცია უკვე არასახარბიელო იყო. გადავწყვიტეთ, რომ მოქმედების დრო იყო.

მასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. იგი ხედავს ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას. მან თქვა, რომ მისთვის გასაგებია მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ფეხბურთის ნაწილია. მასთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.

მისი განთავისუფლების გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიმეღო, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. "დინამო" და "ვალენსია" დავამარცხეთ, მაგრამ სიტუაცია უკვე არასახარბიელო იყო.

კუმანის კომპენსაცია? ზუსტ ოდენობას ვერ გეტყვით, საუბარი დიდ თანხაზეა, თუმცა კლუბის ფინანსური ვითარების გათვალისწინებით, გარკვეული ანალიზი ჩავატარეთ. ამ საკითხს ორივე მხარისთვის მისაღები გზით მოვაგვარებთ.

ახალი მწვრთნელი

კლუბი ამ საკითხზე მუშაობს. კანდიდატების ჩამოთვლას არ ვაპირებ, ეს, ჩემი მხრიდან, არაპროფესიონალური ქმედება იქნება. საქმის გაფუჭება არ გვსურს.

მედია ჩავიზე საუბრობს, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მის გარდა, სხვა ვარიანტებიც არსებობს.

ახალ მწვრთნელს ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება. სერჟი მამაცი ადამიანია და პირველ გუნდში იქამდე დარჩება, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

ჩავი

ჩავი სწრაფად ვითარდება. მასზე ძალიან დადებითი ცნობები მაქვს იმ ადამიანებისგან, რომლებიც მასთან ახლოს არიან და ჩემზე უკეთ იცნობენ. ჩავისთან მეგობრულ ურთიერთობა მაკავშირებს და ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. ვიცი, თუ რას ფიქრობს გუნდზე და რას მიიჩნევს გუნდისთვის საჭიროდ.

ერთ დღეს, ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" მწვრთნელი გახდება. მე ვენდობი ჩემს გარშემო მყოფ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩავის განვითარებას აკვირდებიან.

საარჩევნო კამპანიის დროს, ჩავისთან ხშირად ვსაუბრობდი, ჩვენ შორის კონტაქტი არ გაწყვეტილა. მე მას ვუთხარი, რომ კუმანთან კონტრაქტის ბოლომდე შესრულება მსურდა, რადგან იგი "ბარსელონას" ლეგენდაა და მსურს, კლუბში ასეთ რთულ დროს მოსვლისთვის, მადლობა გადავუხადო, იგი კლუბის კაცია. მას წარმატებებს ვუსურვებ, "ბარსა" ყოველთვის მისი სახლი იქნება.

შემადგენლობა და სტილი

კარგი შემადგენლობა გვყავს, რომლის გაუმჯობესებაც შესაძლებელია.

"ბარსელონას" სტილის შეცვლა განხილვას არ ექვემდებარება. ჩვენ გვსურს, რომ ვითამაშოთ ლამაზი ფეხბურთი, დავიბრუნოთ ბურთი სწრაფად, განვახორციელოთ ზეწოლა მეტოქეზე. ეს ადრე გაგვიკეთებია და გვინდა, კიდევ გავაკეთოთ. მწვრთნელისგან უფრო მეტს მოვითხოვთ, ვიდრე ფეხბურთელებისგან.

"ბარსელონაში" გარდამავალი სეზონი არ არსებობს.

ჟორდი კრუიფი

ჟორდისა და კუმანს ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. იგი კუმანის შეცვლის კანდიდატი არასდროს ყოფილა.

სერჟი ბარჟუანი:

მინდა, კლუბს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა, რონალდ კუმანის მიმართ, ჩემი პატივისცემა გამოვხატო.

პირველი გუნდი

სიტუაცია კომპლექსურია. არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, ვეცადე, გარკვეული კრიტერიუმები განმესაზღვრა.

თითოეული ფეხბურთელის ერთმანეთთან დაკავშირება უნდა ვცადოთ. მჯერა, რომ გულშემატკივრები გუნდს გვერდით დაუდგებიან. გასახდელში კარგი განწყობაა.

სათამაშო სტილი რადიკალურად განსხვავებული არ იქნება, თუმცა გარკვეული ტაქტიკური ასპექტები შეიცვლება. მოკლე დროში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება რთულია. კლუბის სათამაშო სტილი შეცვლას არ ექვემდებარება.

მთავარ ამოცანას ბურთის ფლობა მეტოქის სუსტი წერტილების პოვნა წარმოადგენს.

მე, ისევე, როგორც ფეხბურთელებს, მაქვს ამბიცია, რომ ვიყო გამარჯვებული. სიტუაციის გამოსწორება ყველამ ერთად უნდა ვცადოთ. ის, თუ რამდენად აქტიურად მივიღებ გადაწყვეტილებებს, დამოკიდებულია თავად ფეხბურთელებსა და კონკრეტულ შემთხვევაზე. თუ ჩავთვლი, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებას გუნდის გაუმჯობესება შეუძლია, ამ გადაწყვეტილებას მივიღებ კიდეც.

დემბელე და ფატი

შესაძლოა, დემბელე განაცხადში მოხვდეს. რაც შეეხება ანსუს, მას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, შესაბამისად, თამაშსაც ვერ შეძლებს.

პუჩი

შანსი აქვს ყველას.

ფიზმომზადება

არ ვიცი, როგორ ფიზიკურ კონდიციაში იმყოფება გუნდი. ჯერჯერობით, მხოლოდ ორი ვარჯიში მაქვს ჩატარებული, ეს არის კითხვა, რომელსაც გრძელვადიანი დაკვირვება სჭირდება.

"კამპ ნოუზე" "ალავესთან" მატჩი სტარტს ხვალ, თბილისის დროით, 23:00 საათზე აიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 29 ოქტომბერი 2021 20:35
    0
    ხვალ თუ არ წააგეს, შეიძლება ეს სეზონის ბოლომდეც არ გაუშვას. გვაქვს ამდენი დრო?
    Culé [?]
    #5 29 ოქტომბერი 2021 16:22
    1
    რაღაცა ხავიზე ფეხს ითრევს ეს კაცი ფაქტიაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 ოქტომბერი 2021 15:54
    3
    ჩავი მოვაო რა.მეტი ირიბად როგორ თქვას."ერთ დღეს, ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" მწვრთნელი გახდება. მე ვენდობი ჩემს გარშემო მყოფ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩავის განვითარებას აკვირდებიან";"მე მას ვუთხარი, რომ კუმანთან კონტრაქტის ბოლომდე შესრულება მსურდა".
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #3 29 ოქტომბერი 2021 15:53
    1
    Shamati_,
    აბა სხვა არაა არავინ ყველაზე კაი ვარიანტია ეს უკვე შეთანხმებულები არიან დროის ამბავია ამის მოსვლა
    Culé [?]
    #2 29 ოქტომბერი 2021 15:52
    1
    My Webpage

    ეს კაცი არის ჩვენ საიტზე? :)))))))))))))) თუ კი გამოგვეცნაურე კაცურად. მაგარი ვისიამოვნე აქ მაინც მოვიგეთ:)))))))))))))
    გულშემატკივარი [?]
    #1 29 ოქტომბერი 2021 15:51
    1
    რომ არ მოიყვანოს ახლა ამან ჩავი სულ არ გამიკვირდება 😂