Sport: ჟორდი კრუიფი რონალდ კუმანის დაცვას ცდილობდა

მიუხედავად უარყოფითი შედეგებისა, ჟორდი კრუიფი რონალდ კუმანის დარჩენას ემხრობოდა, იტყობინება Sport.
"ბენფიკასთან" მარცხის შემდეგ, დირექტორთა საბჭოს დიდი ნაწილი ნიდერლანდელის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მაშინ ჟოან ლაპორტას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჟორდი კრუიფმა მოახდინა, რომელმაც კუმანი დაიცვა. აგრეთვე, მაშინ, კრუიფის გარდა, კუმანის არგაშვებას მხარს ბორდის სხვა წევრებიც უჭერდნენ.
"რაიო ვალიეკანოსთან" წაგება უკვე იმდენად მძიმე შედეგს წარმოადგენს, რომ კრუიფმა კუმანის გადარჩენა ვეღარ შეძლო. ამჯერად, დირექტორთა საბჭოც ერთსულოვანი იყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]