ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 29 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 29 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
29 ოქტომბერს "ბარსელონამ" 14 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
1929 წელი
პერსონაჟი Avi del Barca (ბარსას ბაბუა) პირველად გამოჩნდა კატალონიურ ჟურნალში Xut!
1960 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი მანოლო. 1978-1988 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 143 თამაში ჩაატარა. მანოლომ კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 2 თასების მფლობელთა თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1970 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფილიპ კოკუ. 1998-2004 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 297 თამაში ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა. კოკუმ კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1983 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფრანგი მცველი ჟერემი მატიე. 2014-2017 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 92 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მატიემ კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.
1994 წელი
"სოსიედადთან" სტუმრად 1-1 გამართულ შეხვედრაში პეპ გვარდიოლამ ლა ლიგაში მე-100 თამაში ჩაატარა.
2002 წელი
"ბარსელონას" პირველ გუნდში ანდრეს ინიესტას დებიუტი შედგა. "ბლაუგრანამ" ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში "ბრიუგე" 1-0 დაამარცხა.
2016 წელი
"კამპ ნოუზე" 1500-ე ოფიციალური თამაში გაიმართა. "ბარსელონამ" "გრანადა" 1-0 დაამარცხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]