ოფიციალურად: ალბერ კაპელიასი ბარსა ბ-ს დროებითი მთავარი მწვრთნელია

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა ბ-ს" დროებითი მთავარი მწვრთნელი ალბერ კაპელიასი იქნება.
კაპელიასი "ბარსას" სასკოლო აკადემიაში მუშაობდა, 1999-2003 წლებში კი სარეზერვო გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო. 54 წლის ესპანელს ნიდერლანდებში, გერმანიაში, დანიაში, ისრაელსა და ჩინეთში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად უმუშავია.
"ბარსა ბ-ს" მწვრთნელის ცვლილება პირველი გუნდის თავკაცად სერჟი ბარჟუანის დროებით დანიშვნას მოჰყვა. მას შემდეგ რაც, "ბლაუგრანას" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, ბარჟუანი მეორე გუნდში დაბრუნდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]