ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 28 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
28 ოქტომბერს "ბარსელონამ" 21 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 16 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1973 წელი
"ბარსელონაში" იოჰან კრუიფის დებიუტი შედგა. "კამპ ნოუზე" "გრანადასთან" 4-0 მოგებულ შეხვედრაში მან თავი დუბლით გამოიჩინა.
2018 წელი
მესის გარეშე მოთამაშე "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 5-1 გაანადგურა. გოლები სუარესმა (3), კოუტინიომ და ვიდალმა გაიტანეს. ვიდალისთვის ეს "ბარსელონას" მაისურით გატანილი პირველი გოლი იყო, ხოლო სუარესისთვის ლა ლიგაში მე-10 ჰეთ თრიქი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]