MD: ბარსელონა არაუხოსა და გავის აგენტებს ნოემბერში შეხვდება

"ბარსელონას" გუნდის ორ ახალგაზრდა ფეხბურთელთან, რონალდ არაუხოსთან და გავისთან, ხელშეკრულებების გახანგრძლივება სურს.
Mundo Deportivo წერს, რომ მათ აგენტებთან შეხვედრები ნოემბერშია დაგეგმილი. მათ კონტრაქტებს მოქმედების ვადა 2023 წელს ეწურებათ. გავის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის ოდენობა მხოლოდ 50 მილიონ ევროს შეადგენს. კლუბს სურს, რომ ორივე მათგანი "ბარსას" მრავალი წლით დაუკავშიროს.
გასულ დღეებში "ბარსამ" ახალი კონტრაქტები ანსუ ფატისთან და პედრი გონსალესთან გააფორმა. ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს უსმან დემბელესთანაც, თუმცა არცისე წარმატებულად. შესაძლოა, ფრანგმა კატალონიური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]