რონალდ კუმანმა სამედიცინო პერსონალთან საგანგებო შეხვედრა გამართა

ჟურნალისტ ხავი მიგელის ცნობით, დღეს, "ბარსელონას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა სიუტატ ესპორტივაზე სამედიცინო პერსონალთან საგანგებო შეხვედრა გამართა.
მოგეხსენებათ, ნიდერლანდელი სპეციალისტი ხშირად აპელირებს იმაზე, რომ გუნდს ბევრი ტრავმირებული ჰყავს, რასაც ცუდი შედეგები მოაქვს, ბოლო პერიოდში კი, ამ მხრივ, პროგრესი არ ჩანს - პირიქით, სიას პედრი დაემატა.
ზემოხსენებული წყაროს ინფორმაციით, "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა კატალონიელთა ექიმებს დაზიანებული მოთამაშეების გამოჯანმრთელების პროცესში არსებული დისბალანსის აღმოფხვრისაკენ მოუწოდა. ასევე, კუმანს სურს, რომ მათ ფეხბურთელთა ტრავმიანობა თავიდან აირიდონ და, მისი პრევენციისთვის, საჭირო ზომები მიიღონ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]